სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში კოორდინატორად იმუშავა. ”100%-იანი ხმები მთელ სოფელში მხოლოდ ჩემი კარგად მუშაობის შედეგად აიღო სააკაშვილმა, ახლა კი მაგის მთავრობა მეუბნება, შევარდნაძის დევნილი ხარ, ჩვენი -არა და სადაც გინდა, იქ იცხოვრეო”.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ოფისი ორი პატარა ოთახია. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, კედელზე გაკრული ხატებია. აქ მისალმების შემდეგ, რომელიც, როგორც წესი, სიტყვა „მშვიდობით“ შემოიფარგლება, ხატებს ეამბორებიან. თუმცა, სანამ ოფისში მიხვალ, თბილისის ერთ არც თუ ისე პატარა ქუჩაზე, ჭიშკარი უნდა შეაღო, რომელსაც რატომღაც ფეხსაცმელები ახატია. დღეს კი ეზოში ავი ძაღლია, მართალია, დაბმული, მაგრამ მაინც ავი. ოფისის კარამდე გასავლელი გზა კი, აქ პირველად მყოფს გაფიქრებინებს, რომ სხვაგან მოხვდი.
გენეტიკა, მშობელთა ასაკი, მშობლის სხვადასხვა დაავადება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარება, - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ახალშობილების თანდაყოლილი ანომალიების მიზეზი შეიძლება გახდეს.
სახელმწიფომ კერძო სკოლების ნაწილს საჯარო სკოლების ყოფილი შენობები 1 მილიონ ლარად აყიდინა. დახმარებისთვის კერძო სკოლების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობას უხდის. უკმაყოფილებას კერძო სკოლების დირექტორების ნაწილი მხოლოდ პირად საუბარში გამოხატავს.
ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.
კომენტარი