ახალი ამბები

ჰერმანი: ცხინვალსა და მოსკოვს შორის შეთანხმება არ შეუწყობს ხელს კრიზისის მოგვარებას

18 თებერვალი, 2015 • • 1272
ჰერმანი: ცხინვალსა და მოსკოვს შორის შეთანხმება არ შეუწყობს ხელს კრიზისის მოგვარებას

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის  ე.წ. შეთანხმების გაფორმებას და ასევე, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის შესაძლო შეთანხმების ხელმოწერას. ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პროცესი არ შეუწყობს ხელს კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა შეჩერდეს”, განაცხადა იანოშ ჰერმანმა. 

 

სააგენტო რეს-ის ინფორმაციით, 18 თებერვალს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ვიზიტი იწყება. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ.

 

რას ითვალისწინებს კონკრეტულად საზღვრის შესახებ შეთანხმება, განმარტებული არ არის. განცხადებაში წერია, რომ ამჟამად მოსკოვსა და ცხინვალს შორის 25 შეთანხმებას მოეწერება ხელი, – მათ შორისა ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთნხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი