ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დანიშნა

27 ნოემბერი, 2014 • • 1062
პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დანიშნა

გოჩა რატიანი მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო ლევან ღირსიაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში. ამავე საბჭოს მდივანი იყო მინდია ჯანელიძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრმა 4 ნოემბერს გადააყენა მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები ალასანიამ შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. მაშინვე ღარიბაშვილმა თანამდებობები დაატოვებინა ალასანიას მოადგილეებს – ალექსი ბატიაშვილს, ირაკლი გეგეჭკორს, თამარ ქაროსანიძე, მიხეილ დარჩიაშვილსა და ვაკო ავალიანს. მოადგილეების პოსტები ამ დრომდე ვაკანტური იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი