ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიის მესამედის აერო–ფოტო რუკები შეიქმნება

6 ნოემბერი, 2014 • 1868
საქართველოს ტერიტორიის მესამედის აერო–ფოტო რუკები შეიქმნება

როგორც საჯარო რეესტრში ნეტგაზეთს განუმარტეს, ახალი რუკით სარგებლობას მსურველები უფასოდ შეძლებენ.  პრესსამსახურის განმარტებით, გარკვეულ ფართობებზე აერო–ფოტო რუკები უკვე  შექმნლია, თუმცა ეს რუკები დროთა განმავლობაში განახლებას საჭიროებს:

 

“ერთხელ რომ გააკეთებ რუკას, დროთა განმავლობაში იმ ტერიტორიას ან შენობა ემატება, ან გამწვანების არეალები , ან მცირდება და ასე შემდეგ, ამიტომ პერიოდულად საჭიროებს განახლებას ასეთი ტიპის რუკები. ახლა რუკის რომელი ადგილებიც არის გასაახლებელი, იმ ტერიტორიას გადაიღებენ”. 

 

საჯარო რეესტრის ცნობით, პროექტი ასევე ითვალისწინებს  ორთოფოტოების დასამუშავებლად სტერეო-სადგურებისა და სააგენტოს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვასაც.   პროექტის ფარგლებში გამოცდილი კონსულტანტები ქართველ სპეციალისტებს ჩაუტარებენ ტრენინგებს ფოტო და სტერეოგრამეტრიაში, ასევე ორთოფოტოების დამუშავებასა და აეროგადაღების ტექნიკური სპეციფიკაციების საკითხებზე.

 

საჯარო რეესტრის განცხადებით, პროექტი  2015 წლის დასაწყისში დაიწყება და 2017 წელს  დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება კი 1,7 მილიონი ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი შეადგენს 1 400 000 ევროს, ხოლო სააგენტოს შენატანი -პროექტში 300 000 ევროს.

 

ნორვეგიის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სააგენტომ (Statens Kartvek)  ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტომ ბალკანეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, საჯარო წვდომის მიზნით გეოგრაფიულიინფორმაციის გავრცელებში დახმარება გაუწიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი