ეკონომიკა

საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, უცხოური ინვესტიციები II კვარტალში 81%-ით გაიზარდა

9 სექტემბერი, 2015 • • 3310
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, უცხოური ინვესტიციები II კვარტალში 81%-ით გაიზარდა

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას 2013-2015 წლების დინამიკაში.


საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ - 09.09.15
საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ – 09.09.15


ცხრილი #1 ასახავს საინვესტიციო ნაკადების კვარტალურ დინამიკას 2013-2015 წლებში. წინასწარი მონაცემებით, საქსტატის ცნობით, 2015 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 530 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ - 09.09.15
საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ – 09.09.15


2015 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა (ცხრილი #2):


საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ - 09.09.15
საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ – 09.09.15

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #2, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 45 პროცენტით, მეორეზე – ნიდერლანდები 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 12 პროცენტით.


საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ - 09.09.15
საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ – 09.09.15


პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების ჭრილში 2015 წლის II კვარტლის მიხედვით მოცემულია ცხრილში #3:

საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ - 09.09.15
საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ – 09.09.15

საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის II კვარტალში 78 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 207 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 58 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 41 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობა 30 მლნ. აშშ დოლარით. ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2015 წლის II კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული განაწილება მოცემულია დიაგრამაში #3:


საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ - 09.09.15
საქსტატის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ – 09.09.15


შენიშვნა: საქსტატის განმარტებით, ცალკეულ შემთხვევებში მცირე განსხვავება საბოლოო შედეგსა და შესაკრებთა ჯამს შორის აიხსნება მონაცემთა დამრგვალებით. ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებაში იგულისხმება დივიდენდების გაცემა, სავაჭრო კრედიტის დავალიანების დაფარვა, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდა. 2015 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2016 წლის 15 აგვისტოს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი