2014.10.21

წელს ციხეებიდან საავადმყოფოში 3400 პატიმარი გადაიყვანეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, სოზარ სუბარის განმარტებით,  ერთ  პატიმარზე გათვლილია 4 კვ.მ ფართი. საპყრობილეში მოთავსდებიან როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული პირები. გათვლილია ორი საკანი ქალებისთვის. (photo: ) სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში 2014 წლის მაისიდან 16 ოქტომბრამდე თვითდაზიანება 59-მა პატიმარმა მიიღო.

სრულად
2014.10.18

“ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოტანისთვის ემზადება

სასამართლო (photo: ) თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 ოქტომბერს ეწ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დასკნით სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურორები მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და სასამართლოს წინაშე ცრუ მოწმეთა წარმოდგენაში დაადანაშაულა. 

სრულად კომენტარი
2014.10.17

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 2 წევრი დაამტკიცა

საქართველოს უზენაესი სასამართლო (photo: ) პარლამენტმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით  უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩია  ზურაბ ძლიერიშვილი და ნინო ბაქაქური, რომელთა კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს მეორედ წარუდგინა.

სრულად კომენტარი
2014.10.17

ახალაია აცხადებს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია

აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე (photo: ) 17 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს შეეხებოდა,  ბრალდებულმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ ბრალდების მხარე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა:

სრულად კომენტარი
2014.10.15

ადამიანის გატაცებისთვის ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლო (photo: ) თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებაში ბრალდებულ ოთხ პირს, რომლებიც, გამოძიების ცნობით, წინა ხელისუფლების პირობებში შსს-ს ყოფილი დანაყოფების - კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები იყვნენ, პატიმრობა შეეფარდათ აღკვეთის ღონისძიების სახით.

სრულად კომენტარი
2014.10.12

2014 წლის 8 თვის სტატისტიკა: 10 605 მსჯავრდებული და 3 915 პატიმარი

ჩაქუჩი (photo: ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცნობით, 2014 წლის რვა თვეში 10 605 ადამიანი გახდა მსჯავრდებული, ხოლო 3 915 პირი - პატიმარი.

სრულად კომენტარი
2014.10.10

გირგვლიანის საქმის მეორე ეპიზოდში ბრალდებული ვალერიან მეტრეველი თავს დამნაშავედ არ ცნობს

გურამ გირგვლიანი გარდაცვლილი შვილის, სანდრო გირგვლიანის საქმის მეორე ეპიზოდის უკანასკნელი სასამართლო სხდომის შემდეგ   10.10.2014 (photo: ქეთი მაჭავარიანი) გირგვლიანის საქმის მეორე ეპიზოდში ბრალდებულების- ვალერიან მეტრეველის, გერონტი ალანიას და ვანო მერაბიშვილის წინაღმდეგ უკანასკნელი სასამართლო სხდომა დღეს, 10 ოქტომბერს გაიმართა. სასამართლოს განაჩენი 20 ოქტომბერს, 12 საათზე გახდება ცნობილი.

სრულად კომენტარი
2014.10.08

2 ტონა და 790 კგ თხევადი ჰეროინის გადატანისთვის დაკავებული გაათავისუფლეს

 (photo: ) გურამ ცეცხლაძე, რომელიც 2 ტონა და 790 კგ თხევადი ჰეროინის გადატანისთვის დააპატიმრეს , გუშინ გვიან საღამოს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

სრულად კომენტარი
2014.10.07

შესაძლებელია თუ არა ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულის შეწყალება

 (photo: ) დღეს, 7 ოქტომბერს ე.წ. კოკაინის საქმეზე დაპატიმრებული პირების ინტერესების დამცველმა და ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, შეწყალების კომისია საქმეს განსაკუთრებული წესით არ განიხილავს, რის გამოც ორი მსჯავრდებული შიმშილობს.

სრულად კომენტარი
2014.10.06

ვინ დადო მარიხუანა ტაქსის სავარძლის ქვეშ?

ბათუმის საქალაქო სასამართლო (photo: ) ბათუმში 45 წლის ტაქსის მძღოლი დააკავეს. პროკურორ შოთა ხორავას მტკიცებით, მძღოლს ჩხრეკისას მარიხუანა აღმოაჩნდა. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ მარიხუანა ტაქსის მძღოლის მანქანაშიც ინახებოდა. აღმოჩენილ მარიხუანას ექსპერტიზა ჩაუტარდა და პროკურორის მტკიცებით ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეფასდა. სასჯელის მაქსიმუმი - 11 წლამდე პატიმრობაა. დაკავებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ტაქსის მძღოლს მარიხუანა მგზავრმა ჩაუდო, რის შემდეგაც ის პოლიციამ გააჩერა და დააკავა. 

სრულად კომენტარი