09.03.2012

კანის კინოფესტივალს ვეს ანდერსონის ფილმი გახსნის

კანის კინოფესტივალი ვეს ანდერსონის ფილმით "Moonrise Kingdom" გაიხსნება. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ედვარდ ნორტონი, ბრიუს უილისი, ბილ მიურეი, ტილდა სვინტონი და ჯეისონ შვარცმენი.

კანის კინოფესტივალი ვეს ანდერსონის ფილმით "Moonrise Kingdom" გაიხსნება. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ედვარდ ნორტონი, ბრიუს უილისი, ბილ მიურეი, ტილდა სვინტონი და ჯეისონ შვარცმენი.

“ანდერსონი ამერიკული კინოს ძალაუფლებაა, ბოლო ფილმში იგრძნობა შემოქმედებითი თავისუფლება, რაშიც იგი აგრძელებს განვითარებას,” – აღნიშნა ფესტივალის გენერალურმა დელეგატმა.

“მგრძნობიარე და დამოუკიდებელი, ფელინის თაყვანისმცემელი და ბრწყინვალე რეჟისორი,”– დაამატა მან.

ანდერსონისთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც ფესტივალი მისი ფილმით გაიხსნება. ხოლო ფესტივალი უკვე მიყოლებით მეშვიდედ გაიხსნება ინგლისურენოვანი ფილმით, წინა წელსი ფესტივალი გაიხსნა ვუდი ალენის ფილმით “შუა ღამე პარიზში”,  მას წინ უსრებდნენ: რიდლი სკოტის “რობინ ჰუდი”, პიტ დოქტერის “Up”, Fernando Meirelle–ის  “სიბრმავე”, ვონ კარ ვაის “ჩემი კენკროვანი ღამეები”, რონ ჰოვარდის “და ვინჩის კოდი”

შეგახსენებთ, რომ ჟიურის ნანი მორეტი უხელმძღვანელებს. კანის კინოფესტივალი 16 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით გაიმართება.