2012.03.07

ამ სკულპტურებიდან ერთ–ერთი მარჯანიშვილის მოედანზე დაიდგმება[PHOTO]

ქალაქ თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე სკულპტურის/მონუმენტის პროექტის შექმნაზე წარმოდგენილი ნამუშევრები არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

საიტზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კონკურსში “მონაწილეობა მიიღო 49 კონკურსანტმა და წარმოდგენილი იქნა 53 ნამუშევარი”.

კონკურსანტები თემის მიხედვით შეზღუდულები არ ყოფილან.

მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, პირველ ადგილზე გასული სკულპტურა მარჯანიშვილის მოედანზე დაიდგმება, გარდა ამისა, გაიცემა ფულადი პრიზებიც.
პირველი ადგილის მფლობელი 10 000 ლარს, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელები 5 000–5 000 ლარს მიიღებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ გამარჯვებული დაახლოებით ერთ თვეში გამოვლინდება.