საახალწლოდ სარეალიზაციო ქსელში ახალი ქართული ღვინო ,,ეტალონი’’ გამოვიდა. ღვინო კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანის’’ და ,,ეტალონი მედია ჯგუფის’’ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ჩამოისხა.
კომპანია აცხადებს, რომ სახაალწლო ნაკურთხი თაფლით შეზავებული ღვინო რქაწითელის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადდა და 1,5– ლიტრიან ბოთლებში ჩამოისხა. სარეალიზაციო ქსელში ღვინის ფასი 12-დან 14 ლარამდე იქნება.
