ახალი ამბები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი

20 დეკემბერი, 2010 • 1357
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი

დღეს და ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე დიკ მარტი მოსკოვსა და თბილისს ეწვევა მოსამზადებელი სამუშოების საწარმოებლად, რომელიც უკავშირდება მომდევნო მოსმენას საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგებიდან გამომდინარე არსებული სიტუაციის შესახებ.

დღეს დიკ მარტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება, ასევე – რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ხვალ კი შეხვედრები გაიმართება თბილისში – სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილთან და  საქართველოს დელეგაციასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი