ახალი ამბები

ევროპასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა

14 დეკემბერი, 2010 • • 1099
ევროპასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა

საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ევროკავშირის ვიზა უფრო მარტივად მიიღონ. გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა დღეს, 14 დეკემბერს, მიიღო.

გადაწყვეტილება, გაიცეს თუ არა ევროკავშირის ვიზა, საკონსულოს მიერ 10 დღეში უნდა იყოს მიღებული. გარდა ამისა, ვიზაში გადასახდელი თანხა, 60 ევროს ნაცვლად, 35 ევრო იქნება.

სტუდენტები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კულტურულ, სამეცნიერო თუ სპორტულ ღონისძიებებში, ვიზის საფასურს საერთოდ არ გადაიხდიან.

ევროკავშირის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა მხარი დაუჭია არალეგალი ემიგრანტების რეადმისიას, რაც ნიშნავს, რომ საქართელო და ევროკავშირი ვალდებული იქნებიან  სამშობლოში არალეგალი ემიგრანტები დააბრუნონ.

ეს ორი შეთანხმება ძალაში ერთი თვის შემდეგ შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი