ახალი ამბები

ბრალდებები ვიკილიკსის გამო

8 დეკემბერი, 2010 • • 1070
ბრალდებები ვიკილიკსის გამო

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ  ათასობით დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის ვიკილიკსის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი აშშ–მ არ უნდა დაანადაშაულოს.

მინისტრი კევინ რუდი ამბობს, რომ დოკუმენტების გამოქვეყნებამ ამერიკის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

რუდი ამბობს, რომ მას „ფეხებზე კიდია“ მისი კრიტიკა, რომელიც დოკუმენტებშია.

ბრიტანეთის პოლიციის მიერ დაკავებული ჯულიან ასანჟი ბრალს სდებს ავსტრალიის მთავრობას. იგი ამბობს, რომ  ამერიკას ხელს უწყობს ავსტრალია. 

როიტერთან ინტერვიუში ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჯულიან ასანჟი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე. რუდი ამბობს, რომ პასუხისმგებელი ამერიკელი ხალხია.

bbc

მასალების გადაბეჭდვის წესი