,,ხალხი ხალხისთვის! თანავუგრძნოთ აივ ინფიცირებულებს’’ –ამ სიტყვებით  შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დღეს ხალხის პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გაიმართა.

შიდსით ინფიცირებულების მიმართ სოლიდარობის გამოჩენისთვის დღეს მარჯანიშვილის მეტროსთან შეკრებილ დაახლოებით 20–მდე ადამიანს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ ხიზანიშვილი მიმართავდა.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდებდნენ დაწვრილებით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან შიდსი.

 აქცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

“ხალხის პარტიის’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამაზ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ   აქციებს  სხვადასხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით გამართავენ. უახლოს მომავალში ნარკოტიკების საწინააღმდეგო აქცია იგეგმება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *