2012.02.13

აქტივობა ბინების მეორად ბაზარზე

BPI.ge (ჯორჯიან ენდ ბიზნეს კაპიტალი)  თბილისის უბნების რეიტინგს აქვეყნებს. 

BPI.ge (ჯორჯიან ენდ ბიზნეს კაპიტალი)  თბილისის უბნების რეიტინგს აქვეყნებს.  ორგანიზაციამ  gancxadebebi.ge მეორად საცხოვრებელ ბინებზე ფასების მიხედვით კვლევა ვებ–გვერდებზე – saqme.ge და place.ge – 1–6 თებერვალს განთავსებული განცხადებების საფუძველზე გაკეთდა.

სულ თბილისის 20–მდე უბანი იქნა გამოკვლეული და ობიექტად 2–ოთახიანი ბინა იქნა შერჩეული. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში 2-ოთახიანი ბინების სიძვირით პირველ ადგილს იკავებს ვაკის უბანი, სადაც ბინის ფასი ერთ კვ.მ-ზე საშუალოდ 1015$-ია.

მეორე ადგილზეა საბურთალო 951$ -ით, მესამე ადგილი შესაბამისად მთაწმინდა -სოლოლაკმა დაიკავა 932$-ით. დანარჩენი უბნების საერთო სურათი 2-ოთახიანი ბინების სიძვირის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ჩუღურეთი-840$ (1კვ.მ), ვერა- 810$ (1კვ.მ), დიდუბე -796$ (1კვ.მ), დიღმის მასივი - 794$ (1კვ.მ), ავლაბარი - 678$ (1კვ.მ), ნაძალადევი - 638$ (1კვ.მ), ისანი - 672$ (1კვ.მ), დიდი დიღომი - 621$ (1კვ.მ), ორთაჭალა, კრწანისი- 598$ (1კვ.მ), ვარკეთილი - 562$ (1კვ.მ), ვაზისუბანი - 551$ (1კვ.მ).

2-ოთახიანი ბინების ფასი 1 კვ.მ-ზე შედარებით იაფია თბილისის გარეუბნებში. მაგალითად, თემქაზე 1კვ.მ-ის ფასი 550$-ია, სამგორში-478$, ხოლო ბოლო ადგილი დაიკავა გლდანი– გლდანულას უბნებმა-473$-ით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილმდებარეობის გარდა ბინების სიძვირეზე სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, მაგალითად, როგორიცაა: მისი შიდა მდგომარეობა(რემონტი), სტატუსი (ძველი აშენებული,ახალი აშენებული, მშენებარე).

უძრავი ქონების მოთამაშეების შეფასებით, ძირითადი აქტივობა კვლავ მეორად ბაზარზე რჩება. 2012 წლის იანვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82,3%-ი მეორად ბაზარზე მოდის, პირველად ტრანზაქციებს მხოლოდ 17,7%-იანი წილი უჭირავს. 2012 წლის იანვარში საჯარო რეესტრის სააგენტოში 5 747 პირველადი სარეგისტრაციო ჩანაწერი გაკეთდა, რაც დეკემბრის მაჩვენებელს 35,4%-ით ჩამორჩება, თუმცა 2011 წლის იანვართან შედარებით 10,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მეორადი ტრანზაქციების რაოდენობამ კი 26 703 ერთეული შეადგინა, რაც 2011 წლის იანვარის მონაცემებს 17,7%-ით აღემატება, თუმცა 32,3%-ით ნაკლებია დეკემბერთან შედარებით. სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (2007 წლის დეკემბერი=100) კი, პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 0,618 და 1,230 დონეებზე დაფიქსირდა. საჯარო რეესტრის სააგენტოს ცნობით, 2012 წლის იანვარში სულ 32 450 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია დაფიქსირდა.