2012.05.24

აშშ საქართველოში ადამიანის უფლებებს აფასებს

usa (photo: ) 26 მაისს აქციის დაშლა და რამდენიმე ადამიანის სიკვდილი, ოპიზიციონერებზე ძალადობა, ფოტოგრაფების დაკავება, პატიმართა წამება, სამხედრო ოფიცერ სერგო თეთრაძის სიკვდილი და გასული წლის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 55-გვერდიან ანაგრიშში, რომელიც დღეს, 24 მაისს გამოქვეყდა.

სრულად კომენტარი
2012.05.24

საქართველო Amnesty International-ის ახალ ანგარიშში

amnesty (photo: ) პოლიციამ გამოიყენა გადამეტებული ძალა დემონსტრაციების დაშლისას, დევნილთა გამოსახლება არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხი კვლავ შემაშფოთებელია - ასე აფასებს Amnesty International 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

სრულად კომენტარი
2012.05.23

თამარ რუხაძის ბრალეულობას გამოძიება ადგენს

 (photo: ) დაარღვია თუ არა ტელეკომპანია  მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა საგზაო მოძრაობის წესები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.  იმ საავადმყოფოს პერსონალი კი, რომელშიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულია მოთავსებული, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. 

სრულად კომენტარი
2012.05.22

”ქართული ოცნების” წევრის ცემისთვის მოქალაქე დააკავეს

ბორკილები (photo: ) კოალიცია ”ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის ხელმძღვანელის, ტარიელ ივანიშვილის ცემისთვის ასპინძელმა სამართალდამცავებმა მოქალაქე გელა მურადაშვილი დააკავეს. მას ხულიგნობის ბრალდებით გასამართლება ელოდება.

სრულად კომენტარი
2012.05.22

ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ტექნობუმი (photo: ) „ბათმვაჭრობის“ დირექტორს, თენგიზ ნაგერვაძეს, რომელიც დაკავებული ბიზნესმენის ანზორ ქოქოლაძის ახლო ნათესავია, სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო.

სრულად კომენტარი
2012.05.21

ორი ვერსია "ქართული ოცნების" ხობის შტაბის უფროსის სხეულის დაზიანებაზე

ქარდავას ნაავარიები ავტომანქანის ფოტოს შსს ავრცელებს (photo: ) შინაგან საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავამ სხეულის დაზიანება ავტოავარიის დროს მიიღო და არა ცემის შედეგად, როგორც ეს თავად დაზარალებულმა განაცხადა.

სრულად კომენტარი
2012.05.20

პოლიცია მთივლიშვილის დაკავებას უარყოფს

გელა მთივლიშვილი (photo: ) საქართველოს შინააგან საქმეთა დამინისტრო უარყოფს ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებას და მას მეტი კორექტულობისკენ მოუწოდებს. სპეციალური განცხადება სამართალდამცავმა უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

სრულად კომენტარი