სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“ „იმედი ელის“ აქციების 98.5 პროცენტის მფლობელია. ამ ინფორმაციას „ნეტგაზეთთან“ საუბარში „ალდაგი ბისიაის“ პრესსამსახური ადასტურებს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს რკინიგზის“ აქციების პირველადი განთავსება გადაიდო. ეს ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო „როიტერმა“, ლონდონის საფონდო ბირჟის პრესრელიზის მიხედვით.
ჩხარტიშვილის პრესმდივანი ვერ აკონკრეტებს, რომელ ტელევიზიასთან ითანამშრომლებს „მზერა“, თუმცა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ შესაძლოა მათი პროდუქცია ბიძინა ივანიშვილის „მეცხრე არხმა“ გამოიყენოს.
შეუძლიათ თუ არა სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფოსგან "თავისუფალი ტურისტული ზონის" სტატუსის მოთხოვნა? ტერმინი "ინვესტორი" გულისხმობს პირს, რომელიც არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც აშენებს სასტუმროებს და ხელს უწყობს მის ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, სასტუმროების მფლობელებსაც შეუძლიათ მოითხოვონ სახელმწიფოსგან ახალი სტატუსი.
საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა ქვეყანაში ბიზნესგარემოს მდგომარეობასა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე კონფერენცია გამართა.
„საქართველოს რკინიგზის“აქციების 25 პროცენტი ლონდონის ბირჟაზე 24 მაისს განთავსდება. რატომ გაიმეტა სახელმწიფომ გასაყიდად სტრატეგიული აქტივი და შეიცავს თუ არა კომპანიის აქციების გასხვისება ფარულ საფრთხეებს?
უმსხვილესი გერმანული ფინანსური ინსტიტუტის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის საკითხი 2011 წლის გაზაფხულზე ბერლინში გამართულ ბიზნსფორუმზე გადაწყდა. ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ესწრებოდა.
კომპანია „მობი ფეი“, რომელიც საქართელოში მობილური გადახდის საერთაშორისო ქსელს წარმოადგენდა, საქმიანობა 2012 წლის 9 მაისს შეაჩერა. კომპანიის თანამშრომლებს ამ დღეს აცნობეს, რომ მათ ხელშეკრულება შეუჩერდათ. „მობი ფეის“ ბაზრიდან გასვლის დეტალები ამ დრომდე უცნობია.
იმის მიუხედავად, რომ საკრებულოს დღევანდელმა საგანგებო სხდომამ ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა, თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს დღევანდელი საგანგებო სხდომის ერთადერთი საკითხი– თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება- 3 მილიონი ლარით გაზრდა იყო. აღნიშნული ფული თბილისში 12 მაისს მომხდარი სტიქიით დაზარებულთა დახმარებისთვის გამოიყოფა. კამათი საკრებულოს და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის, თინა ხიდაშელის კომენტარს მოჰყვა. ხიდაშელს აინტერესებდა, რატომ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტურად ინფორმაცია, კონრეტულად რა ღონისძიებებისთვის გამოიყოფიდა აღნიშნული თანხა, რომლის განკარგვაც რაიონული გამგეობების ხელმძღვანელების მიერ მოხდება. "იქნებ მეტი ან ნაკლები თანხაა საჭირო, რის მიხედვით დაადგინეთ, რომ სწორედ 3 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. ნებსიმიერ ქვეყანაში ამაზე დიდი კატასტროფა მომხდარა, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ზარალის შესახებ ინფორმაცია აქვთ უკვე. დახარჯავენ ამ ფულს და იტყვიან ზარალის ოდენობას. ეს არის ტიპური ელიტური კორუფცია,"- განაცხადა ხიდაშელმა. საბოლოოდ ხიდაშელმა მოითხოვა, რომ საკრებულოს შემდეგ სხდომაზე, რომელიც მაისის ბოლოს გამართება, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ დოკუმენტები, რისთვის დაიხარჯება 3...
სრულად კომენტარი