დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მოძრაობა ”ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტის წინ 10– წუთიანი მდუმარე აქცია გამართა.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე კვლავაც გამოუძიებელია და ბევრ შეკითხვას პასუხის გაცემა ჭირდება.
როგორც "ნეტგაზეთს" აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც, თუმცა არც მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია და არც ძმა გოგა ჟვანია აქციაზე არ მისულან.
ორგანიზაცია "იდენტობამ" საჩივრით მიმართა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაცემა "The ვანოს შოუს" წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზის გამო, რომელიც შეეხებოდა 17 მაისს, თბილისში, ანტიჰომოფობიური აქციის დარბევის ფაქტს....
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ყველანაირ შეთანხმებას გამორიცხავს არასამთავრობოებთან ისეთ საკითხზე, რომელიც თანამდებობის პირების საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვას ეხება.
კომენტარი