ეკონომიკა

“ელიტ ელექტრონიქსის” ახალი მაღაზია თელავში

24 ნოემბერი, 2010 • • 2188
“ელიტ ელექტრონიქსის” ახალი მაღაზია თელავში

“ელიტ ელექტრონიქსი“ აფართოვებს თავის ქსელს და კომპანია დღეს თელავში, ალაზნის გამზირ #6-ში, ახალ, რიგით 22-ე მაღაზიას გახნის. მაღაზიაში 15 ადგილობრივი მცხოვრები იქნება  დასაქმებული. მაღაზიის გახსნის პირველ დღეს “ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებლებს წამყვანი ბრენდის- BOSCH-ის ტექნიკაზე სპეციალურ აქციას შესთავაზებს და   მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნება, BOSCH-ის საოჯახო პროდუქცია 50%-მდე ფასდაკლებით შეიძინოს.

“ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიები თბილისის გარდა, ასევე, ბათუმში, ზუგდიდში, კასპსა და ოზურგეთში განთავსდება და 2010 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 28-ს მიაღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი