სამართალი
2012-02-21

რატომ შემცირდა ნარკომანია

საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა 2011 წელს, წინა წელთან  შედარებით, 33%-ით შემცირდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ეს არის იმ ომის შედეგი, რომელიც სახელმწიფომ ნარკორეალიზატორებს გამოუცხადა.

2012-02-17

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებს დახურავს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროსთვის ცნობილია ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებში არსებული ინფრასტრუქტური პრობლემები. აღნიშნული განცხადება სამინისტრომ ომბუდსმენის განცხადების საპასუხოდ გავრცელა, სადაც ეწერა, რომ ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში მღრღნელებს ვერ უმკლავდებიან, რაც პატიმართა ყოფას ართულებს.

2012-02-17

სტრასბურგიდან იძულებით გამოთხოვილი საჩივრები

ბოლო ერთი წლის მანძილზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკან გამოითხოვა. მათ შორის არის ერთი ქართველი პატიმარი, რომელმაც ადვოკატების შეუტყობინებლად ევროსასამართლოს სთხოვა, მისი საქმე არ განეხილათ. ადვოკატს მიაჩნია, რომ მას განცხადების გამოტანა ციხეში აიძულეს.


"ტელერახი 25"-ის ჟურნალისტი: აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა შეურაცხმყო

"ტელეარხი 25"-ის ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ამბობს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვიდეოკამერა წაართვა და სიტყვიერად შეურაცხყო.

აჭარის საპატრულოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჯონი ბაკურიძე ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დაკავებული თანამდებობიდან დღეს, 16 თებერვალს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.

2012-02-15

ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში მღრღნელებს ვერ უმკლავდებიან

სახალხო დამცველის მონიტორინგის სამსახურის შესფასებით, ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში, არსებული პირობებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იქ განთავსებული პატიმრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. არსებული მდგომარეობა ასევე არ იძლევა დაწესებულებებში მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურების საშუალებას. მონიტორინგის შედეგები ომბუდსმენის ოფისმა დღეს, 15 თებერვალს, გამოაქვეყნა.

2012-02-14

კიბერკონტროლი უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით

”ეს არის ძალიან საშიში შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან, ჩაერიოს კერძო იურიდიული პირის საქმიანობაში. საკუთარი ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა კერძო პირის ინტერესებში შედის და სახელმწიფო ამაში არ უნდა ერეოდეს,” - ამბობს იურისტი თამარ კორძაია.

2012-02-10

რა იცვლება სასამართლო სისტემაში ახალი კანონპროექტებით

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლის მიერ სასამართლო განხილვისას კანონის უხეში დარღვევა დისციპლინურ დარღვევად არ ჩაითვლება.

2012-02-10

სოფო ნიკოლაშვილის საქმე გრიფით საიდუმლო არ არის

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულ სოფო ნიკოლაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმე გრიფით "საიდუმლო" არ არის. იგივე დაუდასტურა ”ნეტაზეთს” ნიკოლაშვილის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ..

2012-02-09

პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა ქუთაისის ციხეში

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა ჯგუფმა იმერეთის რეგიონში სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გაარკვია, რომ ქუთაისის  №2 ციხეში მსჯავრდებულებს კვლავ უკანონოდ ექცევიან, ხშირია კოლექტიური დასჯის და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

2012-02-08

ციხე, სადაც ყოფნა წამების ტოლფასია

სახალხო დამცველის ოფისის შეფასებით, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ”ისეთი არაადამიანური რეჟიმია, რომ იქ ადამიანის ხანგრძლივი გაჩერება შეიძლება წამების ტოლფასიც კი გახდეს.”

2012-02-07

ტრეფიკინგი საქართველოში

GRETA-ს რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოება და სიცოცხლე ადეკვატურად იყოს დაცული სასამართლო განხილვებისას.

2012-02-06

142$ ციხეში გატარებული ერთი ღამისთვის

კალიფორნიაში ციხეში ჯდომა ფასიანი გახდება, ერთ დღე–ღამეში პატიმრებს 142.42 დოლარის გადახდა მოუწევთ. 

2012-02-03

საქართველოში მშვიდობიანი შეკრებების მონიტორინგის შედეგები

ყველაზე მკაცრი შეფასება 26 მაისისა და ვეტერანების აქციის დარბევამ მიიღო. აქციებზე პოლიციის ქმედება გაუმართლებლად შეფასდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მოქალაქეები დააკავეს.

2012-02-02

სოფო ნიკოლაშვილი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ

პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დაპატიმრებულ სოფო ნიკოლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის თქმით, ნიკოლაშვილს გამოძიებისთვის დეტალური ჩვენება არ მიუცია, თუმცა  თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

2012-02-02

დავით ნიკოლაშვილი: ”სოფო თავს გაუპატიურებისგან იცავდა”

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს ბრალს პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის უახლოეს საათებში წაუყენებენ. დაკავებულის მამა კი აცხადებს, რომ მის შვილს გაუპატიურებას უპირებდნენ და მან პოლიციელის დაშინება სცადა.


ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

დღეს, 1 თებერვალს, ერგნეთის საგუშაგოზე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს საქართველოს 5 მოქალაქე გადასცა. ძმები მურაზ და დავით თაყაძეები, ნოდარ მაღალაძე, შალვა პაპიტაშვილი და მურმან ტატიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბლის მცხოვრებლები არიან.

2012-02-01

ჯვრისწერის სამართლებრივი უძლურება [video]

ქართველ იურისტთა ნაწილმა დღეს, 1 თებერვალს, თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის წინ აქცია-ბრიფინგი გამართა. ადვოკატები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ჯვრისწერას ისეთივე სამართლებრივი ძალა მიეცეს, როგორც სამოქალაქო ქორწინებას.

2012-01-30

3 წლამდე ასაკის ბავშვები ციხეში

სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქალთა კოლონიაში 5 მსჯავრდებული ქალი, რომლებიც კოლონიაში შვილებს ზრდიან, შიმშილობს. სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ საკითხის კომპლექსურ შესწავლამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

2012-02-01

ჟურნალისტი პოლიციელის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის აქვს წაყენებული.

წაიკითხეთ ყველა სტატია ამ განყოფილებაში
2012-02-21

ვალერი გელბახიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალერი გელბახიანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

2012-02-20

ექსპროპრიაციით დაზარალებული ოჯახი სტრასბურგში ჩივის

იმ ადგილზე, სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არ გასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ ნაწილად იქცა. ბულვარის გაშენებისთვის კი კანონი ქონების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.

2012-02-15

თურქული პოლიცია საქართველოში მომავალ თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთის კონსული ამბობს, რომ თურქეთის მოქალაქეები სამორინეებში სათამაშოდ გადმოდიან: „ამიტომაც მათ ხშირად აქვთ  დიდი თანხა, ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ პირმა, რომელსაც 30 ათას ლარზე მეტი ნაღდი ფული აქვს, ამის შესახებ ზეპირად ან წერილობითი სახით საბაჟო სამსახურს აცნობოს.“

2012-02-10
2012-02-08

სამი წელი სპილენძის ქვაბის ქურდობისთვის

სიკვდილით დასრულებული განაჩენი

44 წლის ვასილ ყურაული ციხეში მოხვედრიდან მალევე დაავადდა და დაახლოებით 10 თვეში გარდაიცვალა. მისი ნათესავები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულს სათანადოდ არ უმკურნალეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ომბუდსმენი საჩხერის ინციდენტთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება საჩხერეში 2012 წლის 13 იანვარს მომხდარ ინციდენტზე.

2012-01-31

უფასო იურიდიული კონსულტაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”  თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას შესთავაზებს.

სასამართლო დევნილების გამოსახლებაზე სარჩელს იხილავს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაშკენტის ქუჩიდან გამოსახლებული 16 დევნილი ოჯახის სარჩელის განხილვა დაიწყო.

2012-01-16

თურქეთიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს

თურქეთის რესპუბლიკიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს თურქეთის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შედის.

წინა | შემდეგი