”საქართველოს საპატრიარქო, ისევე როგორც ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობით დაინტერესებული საზოგადოება, მუდმივად საქმის კურსში იყო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ,”- აცხადებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს განცხადების პასუხად. სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი შეხვედრა ამ თემაზე კულტურის მინისტრმა საპატრიარქოში ამ ორიოდე დღის წინ გამართა.
“Fox”-მა დაადასტურა ის ფაქტი, რისი მოლოდინიც დიდი ხანია არსებობს, სერიალი “House”-ის ბოლო ეპიზოდი ეთერში 2011–2012 წლის სატელევიზიო სეზონის დასასრულამდე გავა.
“ზოლემია”, “ლაშას და ლუკას თავგადასავალი”, “პატარა ობობას საათი”, “აი ია” და “მდინარე”, ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომლებიც ავტორებმა ბავშვებს დღეს თავად წაუკითხეს.
შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ. დეტალები ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება.
წიგნი სახელწოდებით “სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში” საერთაშორისო ბესტსელერია და არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” მიერაა გამოცემული.
კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა გაამხილეს, რომ წელს ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი იტალიელი რეჟისორი და მსახიობი ნანი მორეტი იქნება. რეჟისორმა ოქროს პალმის რტო 2001 წელს, ფილმისთვის ”შვილის ოთახი” მიიღო.
მხატვარი ალი ასლანიშვილი 15 წლის იყო, როცა ფერეიდანი დატოვა. დღეს ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულზე მოწყობილ სახელოსნოში საკუთარი ცხოვრება, განცდები და ემოციები ნახატებში გადააქვს.
”თიბისი ბანკმა” ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურს “საბაზე” განაცხადების მიღება დაიწყო. პირველ ეტაპზე საკონკურსო წიგნების წარდგენა უნდა მოხდეს, ვადა 10 თებერვლამდეა. პრემიაზე წიგნების წარდგენა როგორც გამომცემლობებს, ასევე, უშუალოდ წიგნის ავტორებს შეუძლიათ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე რუსების მიერ გადაღებული მორიგი სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა 2012 წლის 21 თებერვალს გაიმართება. ფილმს, რომელშიც საქართველო მთავარი აგრესორია, ჰქვია «Август. Восьмого» და მისი ავტორია რუსი კონორეჟისორი ჯანიკ ფაიზიევი.
ოსკარის მფლობელი ჰანს ზიმერი და გრემის მფლობელი, ჰიფ-ჰოფის შემსრულებელი და პროდიუსერი ფარელ უილიამსი 2012 წლის კინოაკადემიის მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფენ.
ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია კოდაკის კინოთეატრში აღარ გაიმართება, რადგანაც ფირმას მისცეს უფლება, შეეწყვიტა სპონსორობის ხელშეკრულება ოსკარის ლოს–ანჯელესის სახლთან.
"ჩვენ ვაფასებთ თურქეთის პოზიციას, რომ საშუალება მიეცემათ ქართველ სპეციალისტებს, აღადგინონ ოშკი და იშხანი. არის მზაობა, გავაგრძელოთ საუბარი სხვა ძეგლებზე: იქნება ეს ხანძთა, იქნება ეს ოთხთა, ეს არის ჩვენი ისტორიული მისია და ვალდებულება. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გაბაშვილმა.
ცნობილი ჩეხი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სამი პიესა ქართულ ენაზე ითარგმნა.