28.01.2012

საქართველოს მოქალაქეების პეტიცია ობამას

არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი,

პეტიცია შედგენილია ბარაკ ობამას სახელზე და მისი ხელმომწერები ითხოვენ აშშ–ის პრეზიდენტისგან – თხოვოს მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დაშინების კამპანია თავის ქვეყანაში და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის ბოლოს.

თეთრი სახლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა პეტიცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

პეტიცია შედგენილია ბარაკ ობამას სახელზე და მისი ხელმომწერები ითხოვენ აშშ–ის პრეზიდენტისგან – თხოვოს მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დაშინების კამპანია თავის ქვეყანაში და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის ბოლოს.

"ასევე, გთხოვთ, შეახსენეთ სააკაშვილს, რომ ის 8 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა გაყალბებული არჩევნებით შეურაცხყოფილი ხალხის გზით და ეს ფაქტი აკისრებს მას მორალურ პასუხიმგებლობას, რომ უზრუნველყოს გაცილებით უფრო სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ამ წლის ბოლოს, ვიდრე რომელიმე სხვა არჩევნები, რომლებიც აქამდე ჩატარდა", – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისთვის 402 ხელმომწერი ჰყავს. ობამა და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს თეთრ სახლში 30 იანვარს შეხვდებიან.