ახალი ამბები

პარტიების სატელევიზიო რეკლამა ბიუჯეტიდან დაფინანსდება

წელს პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის ბიუჯეტიდან 2 229 291 ლარს მიიღებენ, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს  ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორიც პავლე კუბლაშვილია.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად.

წელს პოლიტიკური პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 2 229 291 ლარს მიიღებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუპლაშვილის განცხადებით,  აღნიშნული თანხიდან 600 ათასს ლარს მიიღებს მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა”.  “მრეწველები” სატელევიზიო რეკლამისთვის – 213 912 ლარს, 200– 200 ათას ლარს “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” და  “ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია” მიიღებენ. ასევე 200 ათასი ლარით დაფინანსდება პარტია ,,ევროპელი დემოკრატები“.  აღნიშნული სამი პარტია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ერთ ბლოკში იყვნენ გაერთიანებული.

117 405 ლარს მიიღებენ: ,,ახალი მემარჯვენეები“, ,,სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“, ,,თავისუფალი დემოკრატები“ და “რესპუბლიკური პარტია”. ბოლო არჩევნებში ისინიც ერთ საარჩევნო  ბლოკს წარმოადგენდნენ.

ხოლო  115 253 ლარით სათითაოდ დაფინასდებიან: კონსერვატიული პარტია, ,,ხალხის პარტია“ და მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“, რომლებიც არჩევნებში ეროვნული საბჭოს სახელით მონაწილეობდნენ.

რეკლამის განთავსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობის გაანგარიშება შემდეგნაირად ხორციელდება: შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე იყოფა. ამასთან, წესდება ზედა ზღვარიც და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის (საარჩევნო სუბიექტში შემავალი გაერთიანებებისათვის ჯამურად) განკუთვნილი თანხის ოდენობა 600 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

თანხას მიიღებს ყველა ის პარტია, ვინც უკანასკნელ არჩევნებში აჩვენა შედეგი.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, ნაციონალურმა მოძრაობამ  ხმათა 65,75 პროცენტი მიიღო (1 119 210 ხმა), ხმათა 11,94 პროცენტი(203 371ხმა)  მეორე ადგილის მფლობელმა, “ქრისტიან-დემოკრატებმა” ( ქდმ, ქდმ - სახალხო პარტია, “ჩვენ თვითონ”), მიიღო.

9,19% (156 540ხმა ) მიიღეს ერთ ბლოკში გაერთიანებულმა– “თავისუფალმა დემოკრატებმა”, “მემარჯვენეებმა”, რესპუბლიკელებმა და “საქართველოს გზამ”.  4,19% (71 304) – “მრეწველებმა”. ხმათა 6,77 პროცენტით (115 253ხმა)მეოთხე ადგილი დაიკავა ეროვნულმა საბჭომ (კონსერვატიული პარტია, ,,ხალხის პარტია“ და მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“). ბოლოს კი, ხმათა 4,19 პროცენტის(71 304ხმა) მფლობელი პარტია ,,მრეწველები“ პარტია გახდა.

საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსების გამოყოფის საკითხი უახლოეს პერიოდში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში აისახება.

კანონპროექტის ინიციატორი  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილია.

ცვლილების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება, მისი განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ვეფხვაძის პირობა კანონპროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დღეს კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელმა ოთხმა არასამთავრობო ორგნიზაციამ საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე მასთან შეხვედრაზე განიხილა.

ჩუგოშვილი: ვეფხვაძის კანონპროექტი ძალიან პრობლემურია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანაზე ძალიან პრობლემურად მიიჩნევს.

კაციტაძე განმარტავს ცესკო–ს საიტზე ამომრჩეველთა სიების გათიშვის მიზეზს

ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე, “ახალი მემარჯვენეების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ამ დროისთვის ცესკო–ს საიტზე ამომრჩეველთა ელექტრონული სიების გათიშვას სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ შეუსაბამო სიებს უკავშირებს.

წინა | შემდეგი
2012-02-22

მოსწავლეებს თხოვენ, მოსწონდეთ დავით ბაქრაძე ფეისბუქზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ლაიქების მაჩვენებელი ბოლო სამი კვირის მანძილზე 10 ათასით გაიზარდა.  როგორც "ნეტგაზეთისთვის" გახდა ცნობილი, ბაქრაძის გვერდის მოწონებას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან ითხოვენ.

ივანიშვილის კომპანიის დირექტორის მეუღლეს სკოლა დაუხურეს

რუსთავის კერძო სკოლა “მილენიუმის” დირექტორის თქმით, სკოლას განათლების სამინისტროს მხრიდან ავტორიზაციის პრობლემები იმის გამო შეექმნა, რომ მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანია "ატუს" დირექტორია.

2012-02-22

პატიმარ ქალებზე ძალადობის ფაქტები

ქალთა კოლონიაში მსჯავრდებულ ნონა მიქელაძეს ექიმთან შელაპარაკებისას თითი მოტყდა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.

წინა | შემდეგი