საზოგადოება

პროტესტი ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს.

„ორი წლის განმავლობაში მივმართავდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ვითხოვდით, მოეწოდებინათ უნივერსიტეტის დეტალური ბიუჯეტი და ის, რაც გასაჯაროვდა, ჩვენთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა,"- ამბობს სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძე.

წარმოდგენილი ბიუჯეტის მიხედვით, ტექნიკურმა უნივესიტეტმა რეკლამაში (ფირნიშები, ბანერები) 42 280 ლარი დახარჯა, თუმცა სტუდენტთა ნაწილს ტექნიკური უნივერსტეტის რეკლამა არ უნახავს.

"პირადად მე და ჩემს მეგობრებს უნივერსიტეტის ერთი სარეკლამო ბანერიც არ გვინახავს, სად გააკეთეს, ის მაინც გვითხრან," - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

ბიუჯეტის საკანცელარიო ხარჯების ოდენობასთან დაკავშირებით (206 517 ლარი) აზრს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნათია ბერაძეც გამოთქვამს:

"ერთი გვერდის ამობეჭდვაში ერთ ლარს ვიხდით, მაშინ, როდესაც ამდენს ხარჯავს თურმე უნივერსიტეტი საკანცელარიო ხარჯებისთვის. გარდა ამისა, როდესაც ინტერნეტით მჭირდება ქულების შემოწმება, იმ ოთახში, სადაც ინტერნეტია, ვერ შეხვალ, ან ლექტორები სხედან, ან მუდამ რიგია,"- ამბობს მეორე კურსის სტუდენტი.

სტუდენტები გახარჯული ბიუჯეტის სხვა ნაწილებზეც საუბრობენ - ეს არის უნივერსიტეტის მიერ გაცემული პრემიები 564 000 ლარის ოდენობით, რომლის ადრესატებზეც ინფორმაცია, სტუდენტების თქმით, ვერ მოიპოვეს.

"გვითხრეს, რომ საიდუმლო ინფორმაციაა პრემიები. რატომ უნდა დამალო იმ ადამიანის ვინაობა, ვინც იშრომა და პრემია დაიმსახურა?" - კითხულობენ სტუდენტები.

სხვა დანარჩენი ხარჯები, რომელსაც სტუდენტები სკეპტიკურად უყურებენ, არის უნივერსიტეტის სამედიცინო ხარჯები (42 420 ლარი), მედიკამენტების შეძენის - 15 000 ლარი; ორდენების, სიგელების, სუვენირების, დროშების, მედლებისა და სხვა ფასიანი საჩუქრების შეძენის– 13 500 ლარი. სასწავლო მიზნით საჭირო ნივთებისა და მასალების შეძენის ხარჯები (სტუდ.ბილეთები, დიპლომები 64 520 ლარი.) და სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეძენისთვის დახარჯული 140 000 ლარი.

"თურმე ჩვენი გადახდილი ფულით მანქანებს ყიდულობენ და ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ ბიუჯეტიდან ვიგებთ. მანქანები თვალით არ გვინახავს. ამის გარდა, დიპლომების ფულსაც სტუდენტებს ახდევინებენ და რატომ არის აქ ასახული, ამასაც ვერ ვხვდებით," - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის ბიუჯეტის შემოწმების მიზნით აპირებს, კონტროლის პალატასაც მიმართოს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის, თანაშემწეს დაუაკვშირდა.

"ამ საკითხებზე მე კომპეტენტური არ ვარ. დამირეკეთ ორშაბათს და ქეთი ქოქრაშვილს, ბიუჯეტის საკითხებზე პასუხისმგებელ პირს, დაგაკავშირებთ,"-განუცხადა ნეტგაზეთს უნივერსტიტეტის რექტორის თანაშემწემ.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

რამდენად ეფექტური იქნება გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგია

იქნება თუ არა ეფექტური საქართველოს ეროვნული სტრატეგია “გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის”? რას კომპონენტებს გულისხმობს აღნიშნული სტრატეგია და რა არის მისი მიზანი?

კერძო სკოლებმა საჯარო სკოლები მილიონად იყიდეს

სახელმწიფომ კერძო სკოლების ნაწილს საჯარო სკოლების ყოფილი შენობები 1 მილიონ ლარად აყიდინა. დახმარებისთვის კერძო სკოლების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობას უხდის. უკმაყოფილებას კერძო სკოლების დირექტორების ნაწილი მხოლოდ პირად საუბარში გამოხატავს.

უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება? [video]

ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.

წინა | შემდეგი
2012-02-21 | ჯანდაცვა 

რატომ და როგორ მიდიან საზღვარგარეთ სამკურნალოდ

საქართველოში ახალი, თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობის მიუხედავად, პაციენტებისთვის, რიგ შემთხვევებში, ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა, შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების არქონის ან დაავადებების სირთულის გამო, შეუძლებელი ხდება. პაციენტები და მათი ახლობლები გამოსავალს საზღვარგარეთ მკურნალობაში ხედავენ.


როგორ გაქრა “ფრანგების უბანი” ქუთაისში

ქუთაისში, ე.წ. "ფარნგების უბანში", კათოლიკეები თითქმის აღარ ცხოვრობენ. ქალაქში, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში 2000-მდე კათოლიკე ცხოვრობდა, დღევანდელი მონაცემით, მხოლოდ 300 მათგანი დარჩა.

2012-02-20 | ჯანდაცვა 

იაპონია საქართველოს მოქალაქეებს კიბოს მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს სთავაზობს

დასხივება ნახშირბადის (კარბონის) იონით -კიბოს მკურნალობის ამ მეთოდისა და მისი ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია დღეს იაპონიის სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოში ონკოლოგიის სფეროში მომუშავე მედიკოსებს მიაწოდეს.

წინა | შემდეგი