ახალი ამბები
2012-01-26

ლენინის დამარხვის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გამოვიდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ პროხოროვი ლენინის ნეშტის დამარხვის ინიციატივით გამოდის და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

"ჩემი პირადი პოზიციაა-ლენინი უნდა დაიმარხოს. თუმცა ამის გაკეთება იმ ადამიანთა აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, ვინც სხვაგვარად ფიქრობს. პირადად მე, ამაზე რეფერენდუმს ჩავატარებდი, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი ისტორიული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს წარსულს ისე, რომ ამავე დროს არ დავივიწყოთ ის,"-ამბობს პროხოროვი ტელეარხ RT -სთან ინტერვიუს დროს.

მავზოლეუმში არსებული ლენინის ნეშტის დამარხვის შესახებ რუსეთში დისკუსიები მრავალი წელია მიმდინარეობს.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ვეფხვაძის პირობა კანონპროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დღეს კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელმა ოთხმა არასამთავრობო ორგნიზაციამ საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე მასთან შეხვედრაზე განიხილა.

2012-02-22

მოსწავლეებს თხოვენ, მოსწონდეთ დავით ბაქრაძე ფეისბუქზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ლაიქების მაჩვენებელი ბოლო სამი კვირის მანძილზე 10 ათასით გაიზარდა.  როგორც "ნეტგაზეთისთვის" გახდა ცნობილი, ბაქრაძის გვერდის მოწონებას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან ითხოვენ.

ივანიშვილის კომპანიის დირექტორის მეუღლეს სკოლა დაუხურეს

რუსთავის კერძო სკოლა “მილენიუმის” დირექტორის თქმით, სკოლას განათლების სამინისტროს მხრიდან ავტორიზაციის პრობლემები იმის გამო შეექმნა, რომ მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანია "ატუს" დირექტორია.

წინა | შემდეგი