დღეს კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელმა ოთხმა არასამთავრობო ორგნიზაციამ საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე მასთან შეხვედრაზე განიხილა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ლაიქების მაჩვენებელი ბოლო სამი კვირის მანძილზე 10 ათასით გაიზარდა. როგორც "ნეტგაზეთისთვის" გახდა ცნობილი, ბაქრაძის გვერდის მოწონებას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან ითხოვენ.
რუსთავის კერძო სკოლა “მილენიუმის” დირექტორის თქმით, სკოლას განათლების სამინისტროს მხრიდან ავტორიზაციის პრობლემები იმის გამო შეექმნა, რომ მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანია "ატუს" დირექტორია.
ქალთა კოლონიაში მსჯავრდებულ ნონა მიქელაძეს ექიმთან შელაპარაკებისას თითი მოტყდა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.
თბილისში, შალვა დადიანის #22–ში მდებარე ისტორიული შენობის ძველი ჭიშკარი, რომელზეც მითითებული იყო თარიღი – 1905 და ინიციალები, გაქრა. თბილისის მერიაში ეს ამბავი “ნეტგაზეთიდან” შეიტყვეს, რის შემდეგაც ჭიშკრის მოძებნა ზედამხედველობის სამსახურს დაევალა.
პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 21 თებერვალს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში.” გარდა ამისა, გასახსნელად მზად არის კოალიციის 40-მდე ოფისი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
13-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ევროზონის ფინასთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთს დეფოლტისგან გადასარჩენად 130 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. შეთანხმება რამდენიმე საათის წინ შედგა, იუწყება BBC.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტსა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევს შორის დაპირისპირებაა. ბროვცევს დე ფაქტო პარლამენტში "სახალხო პარტია" და "ედინსტვოს" ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. ეს ხალხი ცხინვალში ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მომხრეებად ითვლებიან. თეიმურაზ ხუგაევი კი კოკოითის ნათესავია.
საქართველს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, ბიუჯეტში გადარიცხოს შემოწირულობის სახით მიღებული 95.848 ლარი. კონტროლის პალატაში მიაჩნიათ, რომ პარტიამ აღნიშნული რაოდენობის თანხა რეალურად ერთი პიროვნებისგან სხვადასხვა პირის საშუალებით მიიღო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, კონტროლის პალატის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ბიუჯეტში გადარიცხოს შემოწირულობის სახით მიღებული 95’848 ლარი. აღნიშნულის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა “ნეტგაზეთს”.
მიმდინარე წლის 17 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა სენატს განსახილველად რამდენიმე ქვეყნის ელჩობის კანდიდატები წარუდგინა. საქართველოში მოქმედი ელჩის, ჯონ ბასის შემცვლელად რიჩარდ ნორლენდია წარმოდგენილი.
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თითქმის 200 მეტრი სიმაღლის იქნება, 170 მეტრზე კი "ეშმაკის ბორბალი" დაიდგმება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანა "დოჟდ"-თან ინტერვიუში ისაუბრა.
სომხურენოვანი გამოცემის news.am- ის ინფორმაციით, თბილისში, სოლოლაკში მდებარე სომეხი მწერლის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმი 145 ათას აშშ დოლარად იყიდება.
ცხინვალში სამუშაო ვიზიტით ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები - ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და პედრიგ მერფი ჩავიდნენ. ისინი დე ფაქტო რესპუბლიკის პოსტკონფლიქტურ საკითხებში პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა მიიღო.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანაზე ძალიან პრობლემურად მიიჩნევს.
ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე, “ახალი მემარჯვენეების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ამ დროისთვის ცესკო–ს საიტზე ამომრჩეველთა ელექტრონული სიების გათიშვას სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ შეუსაბამო სიებს უკავშირებს.
“ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად” , – ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროების: კაპრალების ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძის და პაატა კაჭარავას გარდაცვალების გამო.
საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა და მან “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მოამზადა.