ეკონომიკა

საერთაშორისო ექსპერტები საქსტატში

22 ნოემბერი, 2010 • • 1455
საერთაშორისო ექსპერტები საქსტატში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ევროკავშირის პროგრამა TAIEX (ტექნიკური დახმარება და ინფორმაციის გაცვლა) მხარდაჭერით ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ქართველ სტატისტიკოსებს კონსულტაციებს გაუწევენ ეროვნული ანგარიშების, მათ შორის, მთლიანი შიდა პროდუქტის კვლევების ხარისხისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში.

დღესვე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საერთაშორისო კონსულტანტი ეწვევა, რომელიც საქსტატის თანამშრომლებთან ერთად სოციალური სტატისტიკის მიმართულებით იმუშავებს. კერძოდ, განიხილავენ შინამეურნეობებისა და შრომის სტატისტიკის კვლევების სრულყოფისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესების გზებსა და მიმართულებებს.

გარდა ამისა, საქსტატში უკვე ერთი კვირაა გრძელდება შვედი სტატისტიკოსების ვიზიტი. 7–კაციანი დელეგაციის ძირითადი მიზანია საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის პროექტის დაწყება.

შვედეთის სტატისტიკის სამუშაო ვიზიტი და შემდგომი თანამშრომლობის პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი