საზოგადოება
2012-02-21 | ჯანდაცვა 

რატომ და როგორ მიდიან საზღვარგარეთ სამკურნალოდ

საქართველოში ახალი, თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობის მიუხედავად, პაციენტებისთვის, რიგ შემთხვევებში, ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა, შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების არქონის ან დაავადებების სირთულის გამო, შეუძლებელი ხდება. პაციენტები და მათი ახლობლები გამოსავალს საზღვარგარეთ მკურნალობაში ხედავენ.

როგორ გაქრა “ფრანგების უბანი” ქუთაისში

ქუთაისში, ე.წ. "ფარნგების უბანში", კათოლიკეები თითქმის აღარ ცხოვრობენ. ქალაქში, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში 2000-მდე კათოლიკე ცხოვრობდა, დღევანდელი მონაცემით, მხოლოდ 300 მათგანი დარჩა.

2012-02-20 | ჯანდაცვა 

იაპონია საქართველოს მოქალაქეებს კიბოს მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს სთავაზობს

დასხივება ნახშირბადის (კარბონის) იონით -კიბოს მკურნალობის ამ მეთოდისა და მისი ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია დღეს იაპონიის სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოში ონკოლოგიის სფეროში მომუშავე მედიკოსებს მიაწოდეს.

დასაქმება სქესობრივი ნიშნით

"საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ “ელექტორატის პროფილის” კვლევის დროს გამოკითხულთა 86.1% საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართვის მომხრეა. თუმცა 35%–ს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმცირის შემთხვევაში სამსახურში აყვანისას უპირატესობა კაცებს უნდა მიენიჭოთ, 54.8% კი ფიქრობს, რომ ყველასთვის უკეთესია, როდესაც კაცი მუშაობს, ქალი კი ოჯახს უვლის.

ქართულ-ოსური ფილმი აგვისტოს ომზე

ორი მეგობარი ომის ნაკვალევზე

ფილმი იწყება კადრით - წინ მიმავალი ტანკი ყველაფერს ანადგურებს და მხოლოდ მუხლუხების კვალს სტოვებს. ამ ფილმში მაყურებელი პირველად ნახავს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართული სოფლების კადრებს, იქ დარჩენილ ნასახლარებს. შემდეგ მაყურებელი მიშას გაიცნობს, მერე თემოს. კულმინაცია კი სტამბოლში მათი შეხვედრაა.

2012-02-14
2012-02-12

თბილისის უსახლკარო მოქალაქეები ყინვაში

თბილისში არ არსებობს თავშესაფარი, რომელიც უსახლკარო მოქალაქეებს ყინვის დროს მაინც შეიფარებს.

2012-02-10 | ეკოლოგია 

რატომ გახანგრძლივდა ნადირობა "წითელი ნუსხის" სახეობებზე

რატომ გახანგრძლივდა წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა და როგორ აისახება ეს საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე? - გარემოსდამცველები თანხმდებიან იმაზე, რომ ნადირობა "წითელი ნუსხის" სახეობებზე დაუშვებელია, რადგან ქვეყანამ არ იცის, რა რესურსი გააჩნია.

2012-02-08

რესტავრირებულ მეჩეთს ახალციხეში მოოქროვილი გუმბათი ექნება

საქართველოსა და თურქეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმების შედეგად, რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს ახალციხის მეჩეთს. მეჩეთი, რომლის რესტავრაციაც ახალციხეში უკვე დაწყებულია, 1752 წელს აშენდა აზი ახმედ ფაშას მიერ.

2012-02-03

"არა წყლის უსამართლო გადასახადს"

მიმდინარე წლის იანვრის თვის წყლის გადასახადის ქვითარი თბილისის მოსახლეობის ნაწილმა გაზრდილი სულადობის მაჩვენებლით მიიღო. იმის გამო, რომ კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება, ელექტროენერგიის გათიშვის შიშით, აბონენტებს ხელოვნურად გაზრდილი წყლის გადასახადის გადახდა მოუხდათ.

2012-02-03 | ჯანდაცვა 

თანდაყოლილი ანომალიები - მსოფლიო პრობლემა

გენეტიკა, მშობელთა ასაკი, მშობლის სხვადასხვა დაავადება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარება, - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ახალშობილების თანდაყოლილი ანომალიების მიზეზი შეიძლება გახდეს.


კერძო სკოლებმა საჯარო სკოლები მილიონად იყიდეს

სახელმწიფომ კერძო სკოლების ნაწილს საჯარო სკოლების ყოფილი შენობები 1 მილიონ ლარად აყიდინა. დახმარებისთვის კერძო სკოლების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობას უხდის. უკმაყოფილებას კერძო სკოლების დირექტორების ნაწილი მხოლოდ პირად საუბარში გამოხატავს.


უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება? [video]

ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.

2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

2012-02-05

თბილისის საჯარო სკოლებს ბუნებრივი აირით ”ყაზტრანსგაზ-თბილისი" უზრუნველყოფს

”ყაზტრანსგაზ-თბილისმა"ვალდებულება აიღო, თბილისის საჯარო სკოლები ბუნებრივი აირით უწყვეტად უზრუნველყოს.

2012-02-05

"უსაფრთხო სივრცე: "მოსკოვის გამზირზე 70 ფიჭვის ხე გაჩეხეს" [video]

"უსაფრთხო სივრცის"თავმჯდომარე, ანა გაბრიაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მოსკოვის გამზირზე გაჩეხილ ხეებთან დაკავშირებით ორგანიზაციამ მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და შსს-ს მიმართა.

2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წაიკითხეთ ყველა სტატია ამ განყოფილებაში
2012-02-20

შიში არ კურნავს კიბოს

ანუ როდის არის დრო მკურნალი ან მტერი

რამდენად ეფექტური იქნება გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგია

იქნება თუ არა ეფექტური საქართველოს ეროვნული სტრატეგია “გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის”? რას კომპონენტებს გულისხმობს აღნიშნული სტრატეგია და რა არის მისი მიზანი?

2012-02-14

უსახლკაროების ნაწილს თავშესაფრებზე ინფორმაცია არ აქვს

თბილისის მერიის ინიციატივით მოწყობილ თავშესაფრებში წუხელ მხოლოდ ოთხმა ადამიანმა გაათია ღამე. ხუთი თავშესაფარი უფასო სასადილოების ბაზაზე მერიამ გუშინ გახსნა და ისინი ყინვების დასრულებამდე იფუნქციონირებენ.

2012-02-06

დეტალები ქობულეთელი ბოშების ცხოვრებიდან

ცხოვრება განათლებისა და პირადობის მოწმობის გარეშე

რას შეიძლება ნიშნავდეს ცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის ოფიციალურ ენას არ ან ძალიან ცუდად ფლობ და ხარ წერა-კითხვის უცოდინარი?

2012-02-06

დევნილების აქცია გლდანი–ნაძალადევის გამგეობასთან

როგორც დევნილები აცხადებენ, ამხანაგობის თავმჯდომარე სახელმწიფომ თვითნებურად დანიშნა და ის კორპუსს ყურადღებას არ აქცევს. დევნილები მას ფინანსურ მაქინაციებში და ფულის გახარჯვაშიც სდებენ ბრალს.

დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათი მოეხსნათ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” თავმჯდომარემ, ლელა გულედანმა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

2012-01-31

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის” სამართლებრივი ანალიზი

ანალიზი და რეკომენდაციები კომუნიკაციების კომისიაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლების” სამართლებრივი ანალიზი წარმოადგინა.

2012-01-24 | ჯანდაცვა 

არაასაკობრივი პენსიის დანამატს სადაზღვევო პაკეტი ჩაანაცვლებს

დღეს ორგანიზაციებმა – “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და "არა" – სპეციალური ბრიფინგი გამართეს სახელწოდებით “პრეზიდენტის მიერ პენსიონერთა მოტყუება”.

წინა | შემდეგი