დღეს კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელმა ოთხმა არასამთავრობო ორგნიზაციამ საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე მასთან შეხვედრაზე განიხილა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ლაიქების მაჩვენებელი ბოლო სამი კვირის მანძილზე 10 ათასით გაიზარდა. როგორც "ნეტგაზეთისთვის" გახდა ცნობილი, ბაქრაძის გვერდის მოწონებას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან ითხოვენ.
რუსთავის კერძო სკოლა “მილენიუმის” დირექტორის თქმით, სკოლას განათლების სამინისტროს მხრიდან ავტორიზაციის პრობლემები იმის გამო შეექმნა, რომ მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანია "ატუს" დირექტორია.
ქალთა კოლონიაში მსჯავრდებულ ნონა მიქელაძეს ექიმთან შელაპარაკებისას თითი მოტყდა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანაზე ძალიან პრობლემურად მიიჩნევს.
თბილისში, შალვა დადიანის #22–ში მდებარე ისტორიული შენობის ძველი ჭიშკარი, რომელზეც მითითებული იყო თარიღი – 1905 და ინიციალები, გაქრა. თბილისის მერიაში ეს ამბავი “ნეტგაზეთიდან” შეიტყვეს, რის შემდეგაც ჭიშკრის მოძებნა ზედამხედველობის სამსახურს დაევალა.
ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე, “ახალი მემარჯვენეების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ამ დროისთვის ცესკო–ს საიტზე ამომრჩეველთა ელექტრონული სიების გათიშვას სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ შეუსაბამო სიებს უკავშირებს.
“ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად” , – ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროების: კაპრალების ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძის და პაატა კაჭარავას გარდაცვალების გამო.
"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა, 2011 წელს ფულადი გზავნილების მთლიან ბრუნვაში ბაზრის ლიდერი მსოფლიო ბრენდი Western Union–ია, რომლის წილიც ადგილობრივ ბაზარზე 16,15 პროცენტია. კვლევამ აჩვენა, რომ ამ სისტემის მომსახურების წილი შემცირდა და კომპანიამ ქართული ბაზრის 5 პროცენტი დათმო.
საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 33%-ით შემცირდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ეს არის იმ ომის შედეგი, რომელიც სახელმწიფომ ნარკორეალიზატორებს გამოუცხადა.
ბავშვებმა შეუბრალებელი განაჩენი გამოუტანეს არსებულ წესრიგს. ადგნენ, მიატოვეს დამპალი ქალაქი და წავიდნენ თავიანთ აღმზრდელებთან, მუტანტ-ინტელექტუალებთან, რომელთაც დაიწყეს ექსპერიმენტი კლიმატთან და ბოლოს მმართველი ძალის მილიტარისტულ მანქანასაც აღუდგნენ წინ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს გრანტების მოსაპოვებლად “დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის” (EIDHR) ფარგლებში.
საქართველოში ახალი, თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობის მიუხედავად, პაციენტებისთვის, რიგ შემთხვევებში, ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა, შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების არქონის ან დაავადებების სირთულის გამო, შეუძლებელი ხდება. პაციენტები და მათი ახლობლები გამოსავალს საზღვარგარეთ მკურნალობაში ხედავენ.
ქუთაისში, ე.წ. "ფარნგების უბანში", კათოლიკეები თითქმის აღარ ცხოვრობენ. ქალაქში, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში 2000-მდე კათოლიკე ცხოვრობდა, დღევანდელი მონაცემით, მხოლოდ 300 მათგანი დარჩა.