კულტურა
2010-05-19 | გამოფენა 

მუზეუმების საერთაშორისო დღე აბრეშუმის მუზეუმში

დუხობორები საქართველოში

„მუზეუმები სოციალური ჰარმონიისათვის“ მუზეუმების საერთაშორისო დღის წლევანდელი დევიზია. ეს დღე, 18 მაისი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა გამოფენით „საქართველოში მცხოვრები დუხობორების ტანსაცმელი და ტექსტილი“ აღნიშნა. გამოფენა 30 მაისამდე გასტანს.

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერატორმა დუხობორების დიდი ჯგუფი (5000 ადამიანი) ამიერკავკასიაში გადმოასახლა. ისინი სახელმწიფო სისტემას, მართლმადიდებლურ იდეებს, საეკლესიო რიტუალებსა და სხვა საეკლესიო პირობითობებს ემიჯნებოდნენ. დაწერილი, ე.წ. „მკვდარი“ ტექსტის ნაცვლად ამ რელიგიური ფილოსოფიის მატარებელი ადამიანები უპირატესობას ზეპირ სიტყვას ანიჭებდნენ. მათი ლოცვებიც, რომლებსაც ერთმანეთს უზიარებენ, ზეპირია და არა დაწერილი.

საქართველოში, კერძოდ კი ჯავახეთში, დუხობორებმა თავიანთი მიკროკულტურული გარემო შექმნეს. თუმცა, ბოლო დროს მათი რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. ბევრი ოჯახი რუსეთში გაემგზავრა. დღეს დუხობორთა თემს დაახლოებთ 150 ადამიანი შეადგენს.

„რუსეთის იმპერიაში ამ ადამიანებს, პირველ რიგში, მართლმადიდებლური ეკლესია აღუდგა, რადგანაც ისინი რიტუალურ მხარეს არღვევდნენ. ომში წასვლაზეც უარს ამბობდნენ. არც სახელმწიფოს აწყობდა ასეთი მოქალაქე და არც ეკლესიას ასეთი მრევლი. ისინი ულმობლად იდევნებოდნენ. დუხობორების და ქართველების თანაარსებობა იმის ერთ-ერთი მაგალითია, რომ ერების და ხალხების თანაცხოვრება მტრის ხატის გარეშეც შეიძლება“ - ამბობს მხატვარი ოლესია თავაძე.

წელს აბრეშუმის მუზეუმი დუხობორების შემოქმედების გამოფენას პირველად მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სარიტუალო და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები და ნაქარგები, ტრადიციული ტანსაცმელი, რომლის ქსოვილიც ხელნაკეთია. დუხობორების ტექსტილი ცოცხალი, მჭახე ფერებით და კომპოზიციების თავისებური ხასიათით გამოირჩევა.

ოლესია თავაძის, ნინო ყიფშიძის, ეკატერინე გეგუჩაძის კერძო კოლექციებიდან გამოტანილი საექსპოზიციო ელემენტები XIX და XX საუკუნის მიჯნაზეა შექმნილი. დღეს ტრადიციულ ტანსაცმელს ყოველდღიურად თითო-ოროლა ღრმა მოხუცი თუ ატარებს. ასეთი სამოსი, ძირითადად, სალოცავში აცვიათ.

ნინო კუპრავა, მხატვარი, კურატორი და აბრეშუმის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ამბობს: „ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის ძალიან საინტერესოა მათი თავისუფლება კომბინირებაში, ფერებში“. თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში დუხობორები ცდილობდნენ, თვითმყოფადობა შეენარჩუნებინათ და საკუთარი კულტურა ადგილობრივი მოსახლეობის გავლენისგან დაეცვათ. „ექსპოზიციის გაკეთების დროს ვფიქრობდი, მათთვის დამახასიათებელი გარემო შემექმნა და ჩაკეტილობის ეს ხასიათი, მათი სახლების ინტიმური გარემო მეჩვენებინა“ - განაგრძობს ნინო კუპრავა.

ექსპოზიციაში მუზეუმის ინვენტარი იმ სკამების სახითაც არის ჩართული, რომელთა განსათავსებლად აბრეშუმის მუზეუმში დამატებითი სივრცე არ მოიძებნა. თუმცა, სამოვარიანი მაგიდების გარშემო განლაგებული სკამები ექსპოზიციაში არა მხოლოდ ფუნქციურ, არამედ კონცეპტუალურ ელემენტებადაც ეწერებიან. ექსპოზიციის ავტორი ნინო კუპრავა თვლის, რომ არსებული შესაძლებლობები მას აიძულებენ, ექსპოზიციას პრაქტიკული თვალით შეხედოს. დარბაზი, რომელიც დუხობორების გამოფენას მასპინძლობს მრავალფუნქციურია. ეს არის შეხვედრების, კონფერენციებისა და გამოფენების გასამართი ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი იმაზეც წუხს, რომ შეზღუდული საგამოფენო სივრცის გამო პროგრამების განხორციელება გართულებულია.   

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

„სიტყვები“ - დადა, პორნოგოგონები და ლაზარე

გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმის ახალი დირექტორის, ლაშა ბაქრაძის სურვილია, გამოაცოცხლოს და თბილისის ცენტრში კულტურულ ცენტრად აქციოს ეს დაწესებულება. მუზეუმის გააქტიურებას ისახავს მიზნად გამოფენების ციკლიც, რომელიც ლაშა ბაქრაძეს კურატორ მაგდა გურულთან ერთად აქვს ჩაფიქრებული და რომლის პირველი მცდელობა ლიტერატურის მუზეუმში გასულ კვირას განხორციელდა. 

2010-06-08 | გამოფენა 

სალვადორ დალის გამოფენა დაიხურა

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სალვადორ დალის გამოფენა გაიხსნა, მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა.


თბილისში ფოტოგრაფიის პირველი ფესტივალი იწყება

ბევრი ფოტო, ბევრი სტუმარი და ღამის პრომენადი

14- 17 მაისს თბილისში ფოტოგრაფიის სამდღიანი ფესტივალი Tbilisi Open Air Photo Fest გაიმართება, რომელიც ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ასეთი მაშტაბური სახის პირველი ღონისძიებაა საქართველოში. ფესტივალი ევროპის სახლის ნათლობაცაა, რადგან ეს იქნება პირველი კულტურული პროგრამა, რომლითაც იგი გაიხსნება. ფესტივალის განხორციელებაში, თბილისის ფოტოგრაფიის სახლთან ერთად, არლის ფოტოგრაფიის ფესტივალი (Les Rencontres d'Arles) მონაწილეობს. სამი დღის განმავლობაში ორგანიზატორებს გამოფენები, ვიდეო-პროექციები, დებატები და დაჯილდოების ცერემონიალიც აქვთ დაგეგმილი. 

წინა | შემდეგი
2012-01-11

საბერძნეთის გალერეიდან პიკასოს ნახატი მოიპარეს

პიკასოს ნახატი ერთ-ერთია იმ სამთაგან, რომელიც საბერძნეთის გალერეიდან ორშაბათს მოიპარეს.  ნამუშევარი ათენის ეროვნულ გალერეას ავტორმა თავად გადასცა.

წინა | შემდეგი