ახალი ამბები

რატომ წავიდა სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან

11 ნოემბერი, 2010 • • 1091
რატომ წავიდა სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან

არ გემშვიდობებით – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პოლიტიკური ტაიმ-აუტი გამოაცხადა. პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან პირდაპირ ოპოზიციაში გადავიდა, დღეს აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს დემოკრატია და არც ნამდვილი ოპოზიცია.

ამ ქვეყანაში უფრო ძლიერი დავბრუნდები, განაცხადა პარტია საქართველოს გზის ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისი მარიოტში.

რაც შეეხება პარტიას, ითქვა, რომ ის არ შეწყვეტს ფუნქციონირებას და ზურაბიშვილის დაბრუნებამდე მას კახა სეთურიძე უხელმძღვანელებს.

სალომე ზურაბიშვილი მუშაობას გაეროში გააგრძელებს, ერთ-ერთი საბჭოს ხელმძღვანელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი