2013.05.25

რა ხდებოდა დედაენის ბაღში გამართულ ორ აქციაზე [VIDEO]

 (photo: ) 24 მაისს თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქცია გაიმართა: 19:00 საათზე ჩატარდა დემონსტრაცია ლოზუნგით: "არა თეოკრატიას", ხოლო პარალელურად გაიმართა კონტრაქცია "ლგბტ თემების პროპაგანდის" აკრძალვის მოთხოვნით.

სრულად კომენტარი
2013.05.24

ზურაბ აბაშიძე: სასამართლომ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება

ზურაბ აბაშიძე (photo: ) კოალიცია"ქართული ოცნების" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე, რუსთვი2 –ის გადაცემა "პოზიციაში" "ნაციონალური მოძღაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. 

სრულად კომენტარი
2013.05.24

უგულავა: მერაბიშვილი არის ივანიშვილის პირადი პატიმარი

გიგი უგულავა (photo: ) თბილისის მერი გიგი უგულავა, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერშუ, გადაცემა "აქცენტებში" ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს გამოეხმაურა: 

სრულად კომენტარი
2013.05.24

პატრიარქმა 17 მაისს განვითარებული მოვლენები განიხილა

ილია მეორე (photo: ) კათოლიკოს-პატრიარქმა რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებთან 17 მაისს განვითარებული მოვლენები განიხილა. 

სრულად კომენტარი
2013.05.24

ფოტორეპორტაჟი "დედაენის ბაღში" მიმდინარე აქციიდან

 (photo: ) დედაენის ბაღში მოქალაქეებმა, ვინც 17 მაისის ანტიფომოფობიური აქციის დარბევას აპროტესტებდა, აქცია გამართეს, ლოზუნგით "არა თეოკრატიას." პარალელურად, მოქალქეების იმ ნაწილმა, ვინც ეწინააღმდეგებოდა ანტიჰომოფობიური აქციის გამართვას ისევ კონტრაქცია გამართეს. მომიტინგეების ორ ბანაკს პოლიციის დამცავი ჯებირები ჰყოფდა. აქცია "არა თეოკრატიას" 7 საატზე დაიწყო, კონტრაქცია – 6 საათზე.                                                           

სრულად კომენტარი
2013.05.24

დედაენის ბაღთან მიმდინარე ორი აქცია დასრულდა

 (photo: ) დედაენის ბაღთან შეკრებილმა კონტრაქციის მოაწილეებმა დაშლა დაიწყეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დედაენის ბაღთან არც პროვოკაცია და არც ინციდენტი არ მომხდარა. 

სრულად კომენტარი
2013.05.24

კონტრაქციაში რამდენიმე სასულიერო პირი მონაწილეობს

 (photo: ) კონტრაქციის მონაწილეებმა, რომლის ორგანიზატორია "ეროვნული ფრონტი" რამდენიმე წუთის წინ სცადეს დედაენის ბაღში ისევ შესვლა, თუმცა მათ პოლიციამ ისევ არ მისცა ამის საშუალება.

სრულად კომენტარი
2013.05.24

შეხვედრა შსს-ში 17 მაისის შემდეგ ძალადობის ფაქტებზე

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თბილისში 2012 წელს (photo: ) დღეს, 24 მაისს, საქართელოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „იდენტობა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - ერთად, სამუშაო ფორმატში შეხვდნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, დავით ცინარიძეს.

სრულად კომენტარი
2013.05.24

კონტრმომიტინგეებმა პოლიციის ჩარევის შემდეგ აქციის ადგილი შეიცვალეს

 (photo: ) დედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს აქცია - "არა თეოკრატიას!" შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად მივიდა, ხოლო მანამდე პოლიციის თანამშრომლებმა კონტრაქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს და შესაბამისად, მათ შეკრების ადგილის შეცვლა მოუხდათ.

სრულად კომენტარი
2013.05.24

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი დაკავებულია

დაკავება (photo: ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე და სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა დააკავეს.

სრულად კომენტარი