ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების №43 აუქციონის შედეგები

3 ნოემბერი, 2010 • • 1348
სახაზინო ვალდებულებების №43 აუქციონის შედეგები

დღეს  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №43 აუქციონი გაიმართა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა, რომელთა რაოდენობაც  ორჯერ აღემატება წინა აუქციონზე გატანილ სახაზინო ვალდებულებებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიღებული განაცხადების რაოდენობა  შედარებით ნაკლები იყო №42 აუქციონის მონაცემებთან და 20-ს შეადგენდა. აქედან დაკმაყოფილდა 6. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7–მა კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნა 38 700 000 ლარით განისაზღვრა. აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 13.08%, მაქსიმალური 13.75%, ხოლო საშუალო შეწონილი პროცენტი 13.572%. 

მასალების გადაბეჭდვის წესი