ახალი ამბები

ირაკლი კაკაბაძის სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს გაიმართება

20 ოქტომბერი, 2010 • • 1367
ირაკლი კაკაბაძის სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს გაიმართება

ირაკლი კაკაბაძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დასრულდა. სასამართლო ჩაინიშნა 12 ნოემბერს, რომელზეც განიხილება მერიის საჩივარი ირაკლი კაკაბაძის მიმართ. ბანერის დაზიანების გამო, მერია მას  2000 ლარის გადახდას სთხოვს და ამ მიზნით,  სასამართლოში უჩივის.

ვიდეომასალის სასამართლოსთვის ჩვენებასთან დაკავშირებით, მოსამზადებელ პროცესზე ადვოკატმა შუამდგომალობა დააყენა. წიკლაური ამბობს, რომ სასამართლომ შუამდგომალობა მიიღო. 

ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილთან და ალექსი ჩიღვინაძესთან ერთად,  სამართალდამცავებმა 14 აგვისტოს ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული აქციის დროს დააკავეს.

თითოეულს სასამართლომ 400 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი