09.12.2011

Вконтакте-ს შემქმნელი პროკურატურაში დაიბარეს

პოლიტიკა, სოციალური ქსელები,
სოციალური ქსელის Вконтакте-ს შემქმნელი პაველ დუროვი პროკურატურაში დაიბარეს, მას შემდეგ, რაც დუროვმა ეფესბეს (ФСБ) მოთხოვნა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ქსელზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, არ შეასრულა.

სოციალური ქსელის Вконтакте-ს შემქმნელი პაველ დუროვი პროკურატურაში დაიბარეს, მას შემდეგ, რაც დუროვმა ეფ-ეს-ბეს (ФСБ) მოთხოვნა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ქსელზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, არ შეასრულა.

ამის შესახებ დუროვი ტვიტერის პირად ანგარიშზე წერს და იქვე აქვს გამოქვეყნებული პროკურატურის გამოძახების დასკანირებული დოკუმენტი.

”ვხელმძღვანელობთ რა  # 2202-1 ფედერალური კანონის 2–ე თავის მიხედვით, 2011 წლის 9 დეკემბერს, 17:00 წუთზე, რუსეთის პროკურატურა გიძახებთ თქვენ შემოწმების განსახორციელებლად. თან უნდა იქონიოთ პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თქვენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ.”

თუმცა დუროვი პროკურატურაში არ გამოცხადებულა.

სოციალური ქსელის შემქმნელის გამოქვეყნებას ტვიტერზე მომხმარებელთა გამოხმაურებაც მოჰყვა, ისინი დუროვს ახალისებენ და შემდეგი შინაარსის კომენტარებს უწერენ:

” ყოჩაღ, დუროვ, ჩვენ შენთან ვართ, სულ ცოტა დარჩა.”