ეკონომიკა

პროდუქტებზე ფასები ისევ მატულობს

7 ოქტომბერი, 2010 • • 1138
პროდუქტებზე ფასები  ისევ მატულობს

განსაკუთრებით თვალშისაცემია ფასების ზრდა ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: პური (5-დან 20-თეთრამდე), ზეთი, რძის პროდუქტები, შაქარი, წიწიბურა. ეს ყოველივე, პირველ რიგში, მომხმარებელს აზარალებს.

ფასების მომატება შეეხო ალკოჰოლურ სასმელებს, სიგარეტს, შესაძლოა გაძვირდეს ყავაც. ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასი იმატებს, თუმცა ამას, ჯერჯერობით, ლარის გამყარება აბალანსებს. თუ ლარი გაუფასურდება, ამას ყავის გაძვირებაც მოყვება. შაქრის გაძვირება, თავისთავად, იწვევს ფასების მატებას ტკბილეულზეც.  ყოველივე ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდაა.

პროდუქტებზე ფასების მომატება აგვისტოში დაიწყო და ახლაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი