05.12.2011

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს სასამართლო 8 დეკემბერს განიხილავს

ბიძინა ივანიშვილი,
ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების კანონიერების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო 8 დეკემბერს განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 5 დეკემბერს, გამართული მოსამზადებელი სხდომის შედეგად მიიღო მოსამართლე შოთა გეწაძემ.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების კანონიერების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო 8 დეკემბერს განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 5 დეკემბერს, გამართული მოსამზადებელი სხდომის შედეგად მიიღო მოსამართლე შოთა გეწაძემ.

ივანიშვილის ადვოკატები მოსამზადებლად უფრო მეტ დროს ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მათ სამი შუამდგომლობა დააყენეს: ორი მათგანო მოსამართლემ ნაწილობრივ და ერთი საერთოდ არ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობა იმის თაობაზე, თუ რა ტიპის მოკვლევა ჩაატარეს შესაბამისმა უწყებებმა 2004 წელს, როდესაც ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, წარმოდგენილი იქნება ის სამართლებრივი აქტი, რის საფუძველზეც ხვედელიძეს 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა იმის თაობაზეც, არსებობს თუ არა სხვა შემთხვევები, როდესაც იმ პირებს, როგორც ივანიშვილსა და ხვედელიძეს, მოქალაქეობა განსაკუთრებული წესით მიენიჭათ და შემდეგ, ასევე, განსაკუთრებული წესით ჩამოერთვათ. ივანიშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს კონკრეტული ანალოგიური ფაქტების წარმოდგენა, თუმცა ამის თაობაზე სასამართლომ  სამოქალაქო რეესტრს მხოლოდ ზოგადი სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა დაავალა.

ივანიშვილისა და ხვედელიძის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ სამოქალაქო რეესტრს დაესახელებინა კონკრეტული თანამდებობის პირი, ვისგანაც მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეკატერინე ხვედელიძემ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. ადვოკატების ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატებმა, ასევე, მოითხოვეს სასამართლო განხილვის პროცესში სამართლის ექსპერტების ჩართვა, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევებთან დაკავშირებით  საერთაშორისო პრაქტიკას განმარტვდნენ, რაზეც მოსამართლემ მიუთითა, რომ აღნიშნული საქმის განსახილველად სასამართლოს სათანადო კომპეტენცია გააჩნია.

მოპასუხე მხარეებმა შუამდგომლობების საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია სასამართლოს ხვალვე უნდა წარუდგინონ.