ახალი ამბები

მომღერალი ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

22 სექტემბერი, 2010 • 1103
მომღერალი ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

The Fugees -ის ყოფილმა წევრმა და პოპულარულმა მომღერალმა ვაიკლიფ ჯინმა, რომელიც ჰაიტიში, ნოემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, განაცხადა რომ აღარ სურს ბრძოლის გაგრძელება. მომღერალს სამშობლოში წინასწარი გამოკითხვებით მოსახლეობის საკმაო ნაწილი უჭერდა მხარს, რამაც ჰაიტის პოლიტიკური ესტებლიშმენტის გაღიზიანება გამოიწვია. ამიტომაც მას კანდიდატურის დაყენებაზე უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ ჰაიტის კონსტიტუციით გათვალისწინებულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. კერძოდ, უკანასკნელი 5 წელი სამშობლოში არ უცხოვრია. ჯინი საკითხის უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებდა, თუმცა მოულოდნელად აზრი შეიცვალა და ოფიციალურად ჩამოშორდა საარჩევნო რბოლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი