18.11.2011

სააკაშვილი: ევროპა არასდროს აღიარებს რუსულ ოკუპაციას, როგორც ლეგალურ აქტს

მიხეილ სააკაშვილი,
“ევროპა ნამდვილად არასდროს აღარ აღიარებს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას და საქართველოს დაქუცმაცებას. ეს არის წარმოუდგენელი დარტყმა იმ მზაკვრულ გეგმებზე, რომლებიც მათ ჰქონდათ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე.

პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუცია იმის საბუთია, რომ ვერასოდეს განხორციელდება იმის ლეგალიზება, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია.

“ეს დოკუმენტი ჩვენი პასპორტია, რომ ვერასდროს ვერ განხორციელდება იმის ლეგალიზება, რისი დაკანონებაც საერთაშორისო სამართლის თანახმად აბსოლუტურად შეუძლებელია. დღეს ეს უკვე შეუქცევადად არის აღიარებული ევროპის პარლამენტის მიერ.

დღევანდელ დოკუმენტში სიმართლემ, როგორც იქნა, საბოლოოდ იზეიმა ამდენი წლის შემდეგ. მინდა წავიკითხო ის, რაც პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან ემოციური მომენტია.

რუსეთი აგრძელებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას და ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით იმ ტერიტორიებზე, რომელიც არის ოკუპანტი ძალის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპანტი ძალა პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე ამ სივრცეში.

მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულშია დადანაშაულებული,” – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, დღევანდელი დოკუმენტი ქმნის საქართველოს გარდაუვალი გამთლიანების იურიდიულ საფუძველს, რათა ამ დიდ ბრძოლაში კვლავაც განვვითარდეთ, საბოლოოდ გავთავისუფლდეთ, შევიქმნათ ევროპული მომავალი და საბოლოოდ გავიმარჯვოთ.