08.11.2011

პრეზიდენტს გედენიძის შემცვლელი ფოტოგრაფი არ ჰყავს

მიხეილ სააკაშვილი, ფოტორეპორტიორების დაკავება,
საქართველოს პრეზიდენტს პირადი ფოტოგრაფის - ირაკლი გედენიძის შემცვლელი ფოტოგრაფი ჯერ კიდევ არ დაუქირავებია. ეს პოსტი კვლავ ვაკანტურია. ამის შესახებ ნეტგაზეთს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს, 8 ნოემბერს განუცხადა.

მანანა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალურ შეხვედრებს იღებს მისი მეორე პირადი ფოტოგრაფი ტომას დვორჟაკი, რომელიც პრეზიდნეტის ფოტოგრაფად უკვე წლებია მუშაობს. მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ახალი ფოტოგრაფის აყვანის საკითხი მის კომპეტენციას სცილდება, შესაბამისად, არ იცის, როდის დაიქირავებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირაკლი გედენიძის შემცვლელს.

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე სხვა ფოტოგრაფებთან - ნათია გედენიძესთან, გიორგი აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად სამართალდაცავებმა 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. როგორც გედენიძე, ასევე  სხვა ფოტოგრაფები პატიმრობიდან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, დანაშაულის აღიარების შემდეგ გაათავისუფლეს.

ფოტოგრაფების დაკავების შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქართველი ჟურნალისტების ნაწილი ფოტოგრაფთა მხარდამჭერ აქციებს მართავდა, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ დაკავებული ფოტოგრაფები პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ და რეალურად,  მათ საქმიანობას საერთო არაფერი ჰქონდა ჯაშუშობასთან.

გათავისუფლების შემდეგ ზურაბ ქურციკიძემ და გიორგი აბდალაძემ, ჩვეულებრივ, ფოტორეპორტიორობა გააგრძელეს, ირაკლი და ნათია გედენიძეები კი თავიანთ კერძო ფოტოსტუდიაში მუშაობენ.

ფოტოგრაფების სოლიდარობის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან, ივლისი, 2011/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

ფოტოგრაფების სოლიდარობის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან, ივლისი, 2011/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი