საზოგადოება

დისკუსია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზე

21 მაისი, 2010 • • 1556
დისკუსია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზე

 

20 მაისსკავკასიურ სახლში“ „ტფილისის ჰამქრისორგანიზებითთბილისის სატრანსპორტო პრობლემების განსახილველად, მორიგი შეხვედრა გაიმართაშეხვედრას არქტიექტორები თემურ ჯაფარიძე და ლადო ვარდოსანიძე ესწრებოდნენ. ირაკლი მურღულია თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან, რომელსაც დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მიეღო, არ გამოცხადდა. ასევე მოიქცა თბილისის 1970 წლის გენერალური გეგმის ავტორი გიგი შავდიაც.  მოდერაციას ლევან კალანდარიშვილი, არქიტექტორი და „ტფილისის ჰამქარის“ წევრი უწევდა.

დისკუსიის ერთ–ერთი აქტუალური საკითხი გმირთა მოედანი–თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა იყო.

 

„ტფილისის ჰამქრის“ წევრმა დავით გოგიშვილმა აუდიტორიას უჩვენა ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია გმირთა მოედნის მოწყობის 1969 წლის ერთ–ერთი ვარიანტი. 

 

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისის 1970 წლის გენერალურ გეგმაში  შეტანილი იყო.

ლადო ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს: „სამშენებლო აბრაზე არაფერია აღნიშნული, გარდა წითელი გულისა (მე მიყვარს თბილისის ლოგო), რაც დარღვევა. მასზე  უნდა იყოს მითითებული მშენებლობის დაწყების დრო და სხვა მონაცემები.“

დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს აზრი, რომ დღეს უპირატესობა ტექნოკრატულ მიდგომებს ენიჭება, ადამიანი კი უგულებელყოფილია.  

ლადო ვარდოსანიძემ ყურადღება გაამახვილა მიწისქვეშა პარკინგის სისტემების მშენებლობაზე, რომლებსაც მოძრაობის განტვირთვა შეუძლიათ: „პარკირების ასეთ ადგილებში განლაგებულია  მომსახურების სხვადასხვა ცენტრები.“ 

დისკუსიის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხების შესახებ არა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ , არამედ მანამდე  უნდა იმსჯელონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი