ახალი ამბებიეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 4 %-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით

9 დეკემბერი, 2016 • 2111
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 4 %-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით

წინასწარი მონაცამებით, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ  2016 წლის III კვარტალში 463 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4 პროცენტით ნაკლებია 2015 შესაბამისი კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე.

ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, რომლის ცნობით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1298 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 5 პროცენტით აღემატება.

ნახეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში:

 

 

 

Screen Shot 2016-12-09 at 11.48.31 AM

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა ბოლო 2014-16 წლებში:

Screen Shot 2016-12-09 at 11.34.43 AM

მასალების გადაბეჭდვის წესი