ტექნოლოგიები

Facebook–მა პირველად გაუსწრო Google–ს

8 აგვისტო, 2011 • • 1575
Facebook–მა პირველად გაუსწრო Google–ს

სოციალურმა ქსელმა facebook.com გასული კვირის მონაცემებით პირველად გადაუსწრო თავისი არსებობის ისტორიაში პოპულარულ საძიებელ გვერდს google.com.

ამერიკის ინტერნეტ მომხმარებელთა 7.07% facebook-ზე შევიდა, მაშინ როცა google–ის ვიზიტორები მომხმარებელთა 7.03% იყო.

„საიტმა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა დაძლია,“ ამბობს Hitwise ანალიტიკოსი ჰიტერ დუერტი.

გასულ წელს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა. თუ გასული წლის აპრილის თვეში facebook-მომხმარებელი 200 მილიონი ადამიანი იყო, 2010 წლის თებერვალში მათ რიცხვმა 400 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

მიუხედავად საიტის პოპულარობისა, რეალურ მოგებას სოციალური ქსელი ჯერ ვერ დებს. მაგალითად თუ კომპანიის მოგება გასულ წელს 1–1,5 მილიარდი იყო, ანალოგიურ დროში google-მა 23,7 მილიარდი დოლარის მოგება აჩვენა.

Forrester Research–ის ანალიტიკოსი ოგი რეი ამბობს, რომ რეალური ფასი სოციალური ქსელების მხოლოდ ახლა ხდება სრულად გასაგები ბაზრის მოთამაშეებისთვის. Google-ის რეაგირება სოციალური ქსელის მომხმარებელთა აქტიურობაზე ახალი სერვისი იყო, google buzz, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ აამოქმედა.

მასალების გადაბეჭდვის წესი