ახალი ამბები

აფეთქება მოსკოვის მეტროსადგურებში

8 აგვისტო, 2011 • • 1078
აფეთქება მოსკოვის მეტროსადგურებში

37 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი სავარაუდო ეჭვმიტანილი მოსკოვის ცენტრალურ მეტროსადგურში, დღეს დილით, აცხადებს რუსეთის საგანგებო მდგომარეობის სამინისტრო.

პირველი აფეთქება დილის 8 საათზე მოხდა, რომელმაც დაახლოებით 23 ადამიანი იმსხვერპლა და 18 ადამიანი კი სერიოზულად დაშავდა.

მეორე აფექთება დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოხდა, მეტროსადგურ კულტურის პარკთან.  აფეთქებას წინასწარი ინფორმაციით 14 ადამიანი ისხვერპლა.

სამართალდამცავების თქმით, ეს იყო “კარგად დაგეგმილი ტერორისტული აქტი”.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემები რუსული მედიის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ზუსტდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი