2015.02.26

სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან და უკრაინასთან ურთიერთობაზე

სალომე ზურაბიშვილი/ჟურნალ სითის ფოტო (photo: ) როგორია საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ უკრაინასთან შესაძლო დიპლომატიურ კონფლიქტს თავი აარიდოს? - ამ და სხვა საკითხებზე "ნეტგაზეთის" შეკითხვებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

სრულად კომენტარი
2015.02.24

"ოცნების" ლიდერებისა და ინტელექტ-კლუბის "რა? სად? როდის?" წევრების შეხვედრის დეტალები

 (photo: ) ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები ინტელექტ-კლუბის - "რა? სად? როდის?" წარმომადგენლებს შეხვდნენ. რაზე ისაუბრეს მხარეებმა და უნდა ველოდოთ თუ არა ინტელექტ -კლუბის სახეებს პოლიტიკაში? - ნეტგაზეთის შეკითხვებს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა კილაძე პასუხობს.

სრულად კომენტარი
2015.02.24

მურმან დუმბაძე: თანამდებობას ავთანდილ ბერიძეც დატოვებს

მურმან დუმბაძე  (photo: )   20 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ბაციკაძე და საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე, ალექსანდრე ჩიტიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მათი გადაყენების ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ანუ ე.წ. „მურმანის გუნდის“ სამმა დეპუტატმა - ჯემალ ფუტკარაძემ, სვეტლანა კუდბამ და მედეა ვასაძემაც დაუჭირა მხარი. საქართველოს პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადადგომასაც აანონსებს.  რატომ დაუპირისპირდნენ თანაგუნდელები ერთმანეთს და რა პროცესებს უნდა ველოდეთ უმაღლეს საბჭოში? „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძემ ისაუბრა. 

სრულად კომენტარი
2015.02.24

უკრაინაში მებრძოლი ქართველები პაუზაზე ფიქრობენ - ინტერვიუ "ქართული ლეგიონის" ლიდერთან

მამუკა მამულაშვილი/ფოტო მისი ფეისბუკ-გვერდიდან (photo: ) პროფესიით დიპლომატი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრი მამუკა მამულაშვილი უკრაინაში “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელია. იგი ამბობს, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებულ ყველა ომში აქვს მონაწილეობა მიღებული და 14 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში ტყვედ ჩავარდა. მამულაშვილი აცხადებს, რომ დღესაც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა ამჯერად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, რაც მისი თქმით, საქართველოს ინტერესებში შედის. მამულაშვილი ნეტგაზეთს “ქართული ლეგიონის” სტრუქტურაზე, მოტივაციასა და ბრძოლაზე ესაუბრა:

სრულად კომენტარი
2015.02.20

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა [Live]

აჭარის უმაღლესი საბჭო (photo: ) დღეს, 20 თებერვალს, 17:00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია დაიწყო, რომელზეც სულ ორ საკითხს განიხილავენ:

სრულად კომენტარი
2015.02.16

თომას ჰამარბერგი: საქართველოს შეუძლია იამაყოს საკუთარი სამოქალაქო სექტორით

ჰამერბერგი (photo: ) ნიშნავს თუ არა არასამთავრობო სექტორზე ზეწოლას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება , რომ ის საქართველოში სამი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელებზე კვლევას ამზადებს, ხოლო ამის შემდეგ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა , რომ შვედეთის განვითარების სააგენტოდან ქართული NGO-ები კორუფციული სქემის შედეგად ფინანსებოდნენ? - ამ საკითხებზე “ნეტგაზეთის” შეკითხვებს ყოფილი ევროკომისარი თომას ჰამარბერგი პასუხობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი იყო საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის უფლებების სფეროში.

სრულად კომენტარი
2015.02.13

მინსკის ხელშეკრულება: მოგებულები, წაგებულები და ამ პროცესის გავლენა საქართველოზე

გიორგი კანაშვილი (photo: ) ვინ დარჩა მოგებული რუსეთსა და უკრაინას შორის მინსკში გაფორმებული ცეცლხისშეწყვეტის ხელშეკრულებით და რა გავლენას იქონოებს ეს დოკუმენტი საქართველოზე? - ნეტგაზეთის შეკითხვებს კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი პასუხობს:

სრულად კომენტარი
2015.02.11

არის თუ არა მერაბ გაბინაშვილი საპატრირქოსა და "ოცნების" კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე?

მერაბ გაბინაშვილი (photo: ) საქართველოს პრეზიდენტი რთული ამოცანის წინაშე დგას. მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 28 მსურველიდან მხოლოდ ერთი უნდა შეარჩიოს პარლამენტისთვის წარსადგენად. ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილია, რომელიც კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, საპატრიარქოსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფავორიტი კანდიდატიც იყოს. "ნეტგაზეთის" შეკითხვებს სწორედ გაბინაშვილი პასუხობს:

სრულად კომენტარი
2015.02.05

ქანთარია მედიაზე: პროფესიონალიზმის ნაკლებობაა და მოქალაქეობის დეფიციტი

ნუკრი ქანთარია (photo: ) პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუკრი ქანთარია მედიის მუშაობით უკმაყოფილოა.  "მედიას მოვუწოდებ, იმ ტოტს ნუ ჭრის, რომელზეც ზის. ეს თავისუფალი სივრცე შეირგონ, თორემ ამ თავისუფლების ალტერნატივა ისევ ტერორი და შევარდნებია! ჩვენ ამას არ ვიზამთ, მაგრამ პროცესი იქამდე მიდის, შესაძლოა ხალხში მოთხოვნა გაჩნდეს, მკაცრი ხელია საჭირო და ტელევიზიებს მიხედეთო," - განაცხადა ქანთარია "ვერსიისთვის " მიცემულ ინტერვიუში. ამ საკითხთან დაკავშირებით "ნეტგაზეთმა" ნუკრი ქნთარიას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

სრულად კომენტარი
2015.02.04

დისკუსია: გამოხატვის თავისუფლება [Video]

სტუდია რე (photo: ) გთავაზობთ სტუდია რე-ს მიერ მომზადებულ ტელედისკუსიას, თემაზე - "გამოხატვის თავისუფლება". დიკუსიას უძღვება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მონაწილეობენ: გურამ სულთანიშვილი, თამთა მიქელაძე, გიორგი გოცირიძე, ნათია კაპანაძე.

სრულად კომენტარი