ახალი ამბები

ამომრჩეველთა სიების გადამოწმება იწყება

1 თებერვალი, 2010 • 16132
ამომრჩეველთა სიების გადამოწმება იწყება

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამომრჩეველთა სიებს დღეს წარუდგენს. კანონის შესაბამისად ამომარჩეველთა სიები ცესკო-ს  რეესტრმა წელიწადში ოთხჯერ უნდა წარუდგინოს.

 სიაში იქნებიან ის პირებიც ვისაც 18 წელი 2010 წლის 30 მაისისთვის შეუსრულდებათ. წინასწარი მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში 3 მილიონ 900 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. სიების გადამოწმების პრიოცესი 5თებერვლიდან დაიწყება და 15 მარტს დასრულდება, დამოწმებული სიების წარდგენა კი არაუგვიანეს 31 მარტს უნდა მოხდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

საარჩევნო სიების გადამოწმებისათვის 1.2 მლნ ლარი გამოიყოფა და თანაბრად გადანაწილდება ამ პროცესში მონაწილეობის მსურველ იმ პარტიებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

სიების ”კარდაკარ” გადამოწმების თაობაზე განაცხადი ცესკოში ოფიციალურად ამ დროისთვის შვიდმა პარტიამ შეიტანა: მრეწველებმა, ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, ქართულმა დასმა, საქართველოს გზამ, პარტიამ ჩვენ თვითონ და კონსერვატორებმა.

სიების გადამოწმების პროცესი  5 თებერვლიდან 15 მარტამდე მოხდება და შედეგები უნდა განხორციელდეს და შედეგები ცესკოს 31 მარტამდე წერილობით ეცნობოს.

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის პრაიმერი, 2010 წლის 28 მარტის ნაცვლად, 18 აპრილს გაიმართება.

პრაიმერში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარი არჩევნების შესახებ შეთანხმებას დღეს მოაწერეს ხელი. კერძოდ –  “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა, “მოძრაობა  სამართლიანი საქართველოსათვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა, “ქრისტიანული საქართველოს” ლიდერმა ავთანდილ დავითაიამ, ვეტერანთა და პატრიოტთა კოალიციური მოძრაობა “მამულიშვილის” ლიდერმა გია ბერძენაძემ და “მომავლის პარტიის”   წარმომადგენელმა ზაზა თაბაგარმა.

 პრაიმერის ინიციატორებმა მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებს, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენაში.

“საარჩევნო კოდექსი” პრაიმერის ჩატარების შესახებ დაეგზავნებათ შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს: “ალიანსი საქართველოსთვის”, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”,  “ეროვნული ფორუმი”, “ლეიბორისტული პარტია”, მონარქისტული მოძრაობა-“სამეფო გვირგვინი”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “მწვანეთა პარტია”, “საქართველოს გზა”, “სოციოალ-დემოკრატები”, “ქალთა პარტია” და  “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი