2014.09.30

ადვოკატი: ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს იძლევიან

 (photo: ) გიორგი ცომაიას საქმეში ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხები, რომლის მიხედვითაც, დანაზე, რომელიც საქმეში ფიგურირებს, გიორგი ცომაიას გენეტიკური მასალა არ აღმოჩნდა.

სრულად კომენტარი
2014.09.28

შეზღუდული საზოგადოებრივი მონიტორინგი ციხეებში

 (photo: ) წელიწადნახევარზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ციხეებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის მიზნით შექმნილი საბჭო სახალხო დმაცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტებმა ჩაანაცვლეს. "ნეტგაზეთი" შეეცადა გაერკვია, რა გააკეთეს ამ ხნის განმავლობაში ამ ექსპერტებმა და აქვს თუ არა სამოქალაქო საზოგადოებას დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებული მდგომაროების კონტროლის რეალური შესაძლებლობა?

სრულად კომენტარი
2014.09.24

აჭარის პოლიციის უფროსს კანონიერ ქურდობაში ბრალდებულის ცემაში ადანაშაულებენ

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში (photo: ) კანონიერ ქურდობაში, „ობშიაკის" შეგროვებასა და გამოძალვაში ბრალდებულებიდან ერთ-ერთი დაკავებული მის ცემაში აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს დავით თამაზაშვილს ადანაშაულებს. კიდევ ერთი ბრალდებული შიმშილობს. ქურდობაში ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს, რომელსაც ბოლო სასამართლო პროცესზე მხარეების, მათ შორის პროკურორების დაშოშმინება გაუჭირდა.

სრულად კომენტარი
2014.09.22

ჰაკიმ ფაშა, სუს-ის საიდუმლო წერილი, FBI და ჟვანიას საქმის პირველი სასამართლოს სხვა დეტალები

ზურაბ ჟვანია (photo: ) ჰაკიმ ფაშას სახელით Youtube-ზე ატვირთული ვიდეომასალა ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ პროკურატურის ერთ-ერთი საკვანძო სამხილია, რომელიც დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეს მტკიცებულებად დაერთო. გარდა ამ დეტალისა, ჩაჩუას სასამართლოზე სხვა საინტერესო საკითხებიც გამოიკვეთა.

სრულად კომენტარი
2014.09.17

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი (photo: ) სახალხო დამცველი რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს.

სრულად კომენტარი
2014.09.16

"ბოშების ბაზარში" დაზარალებულებს მიაჩნიათ, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს [ფოტო/ვიდეო]

ხანძარი ე.წ 'ბოშების ბაზარში'. 16.06.2014 © გიორგი დიასამიძე (photo: ) "ბოშების ბაზარში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ეჭვობენ, რომ ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს. რესპოდენტები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობენ, რომ მათი სამრეწველო საქონელი ხანძრის გაჩენამდე გაიტანეს.

სრულად კომენტარი
2014.09.11

14–მა ყოფილმა პატიმარმა სტაჟირების კურსი გაიარა

 (photo: ) სტაჟირების პროგრამის კურსი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მიერ 2012 წელს შექმნილი დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს, 14–მა ყოფილმა პატიმარმა დაასრულა.

სრულად კომენტარი
2014.09.11

მსხვერპლი ქალები

 (photo: ) მარიამი და ეკატერინე ფიქრობენ, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან და თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობენ. საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს, ისინი მთავრობას სამართლებრივი რეგულაციების მიღებას სთხოვენ. როგორია ძალადობის მსხვერპლი ადამიანების სტატისტიკა ქვეყანაში, რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს და როგორ იცავს მოძალადისგან მსხვერპლს.

სრულად კომენტარი
2014.09.10

სასჯელაღსრულების სამინისტრო სუიციდის პრევენციის პროგრამას აფართოებს

 (photo: ) სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების 5 დაწესებულებაში, სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართვის შემდეგ, სუიციდის 6 მცდელობა დაფიქსირდა, გარდაცვალების ფაქტი კი არ ყოფილა.

სრულად კომენტარი
2014.09.09

მაია ნიკოლაიშვილი ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს

დალი სულაქველიძე და მაია ნიკოლაიშვილი (photo: ) 9 სექტემბერს დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა და ადვოკატმა დალი სულაქველიძემ “პრაიმთაიმის” პრესკლუბში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გასულ წელს ცემის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

სრულად კომენტარი