საზოგადოება

ფორმულა E

„E”, რომელიც საკვებ პროდუქტს შენახვის ვადას, ფერსა და გემოს უცვლის, სხვადასხვა დაავადების გამომწვევია.

 „სიმართლე გითხრა, თითქმის, არასდროს ვუყურებ ეტიკეტს.  ყველაფერი იმდენ დანამატს შეიცავს, გამოდის მშიერი უნდა იჯდე“,–ამბობს თბილისში, ჩიქობავას 15– ში პატარა სასურსათო მაღაზიაში შემოსული მყიდველი და „დიროლს“ ყიდულობს.

 დამატკბობელი (სორბიტოლი, ქსილიტი, მანნიტი, მალტიტის სიროფი, ასპარტამი, რეზინის ფუძე, ნატურალურის იდენტური და ნატურალური არომატიზატორები, გამასქელებელი E414 მჟავები E296, E330, საღებავი E 171, ემულგატორი E322, დასაფარი მასალა E903, ანტიოქიდანტი E 321, შეიცავს ფენილანინის წყაროს (არ არის რეკომენდირებული ფენილკეტონურიით დაავადებულთთავის – ეს ინგრედიენტები „დიროლის“ ეტიკეტზე წერია.

 „აზრზე არ ვარ, რა რა არის და საიდან უნდა დავასკვნა რა არის ცუდი და რა კარგი?, –კითხულობს მყიდველი.

 სურსათის მაღაზიის გამყიდველის თქმითაც, ისეთი კლიენეტები თითქმის არ შედიან მის  მაღაზიაში, ეტიკეტის კითხვა რომ დაიწყონ, –„ისეთი პრეტენზიული კლიენტები არ მყავს, რომ რაღაცეები იკითხონ. მითუმეტეს, თუ ბავშვი შემოვიდა, ის რას წაიკითხავს?“, –ამბობს სურსათის მაღაზიის გამყიდველი.

 საკვები დანამატების გამოყენებას  მსოფლიომ განსაკუთრებული ყურადღება ХХ საუკუნეში მიაქცია, – 1953 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა საკვები დანამატების კლასიფიკაციისთვის შეიმუშავეს ნუმერაციის  სისტემა. მას შემდეგ ყველა საკვებ დანამატს საკუთარი საერთაშორისო ნომერი გააჩნია, რომელიც “E” –ზე იწყება. მაგალითად, თუკი პროდუქტის ეტიკეტზე ინგრედიენტებს შორის E100– E199–მდე რომელიმე დანამატია შესული, საკვებ პროდუქტში საღებავია. 

 საღებავები ყველაზე ხშირად საკონდიტრო, უალკოჰოლო სასმელებისა და ზოგიერთი ლიქიორის და არაყის წარმოებაში გამოიყენება.

 ყველა საკვები დანამატი, რომელიც პროდუქტის წარმოების დროს გამოიყენება, ბუნებრივ, ბუნებრივის იდენტურ და ხელოვნურ დანამატებად იყოფა.

 საქართველოს სანიტარულ–ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის მიხედვით, ხელოვნურ საღებავებს შორის პრაქტიკულად უვნებელი ნივთიერება არ არსებობს, არ გააჩნია არანაირი კვებითი ღირებულება და ხშირად მომწამვლელი ეფექტიც აქვს.

 ზოგიერთი საკვები საღებავი კანცეროგენსაც წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში კიბოს გამომწვევ დანამატადაა ცნობილი.

 დღეს რიგი ქვეყნების კანონმდებლობით საკვები საღებავების გამოყენება რძეში, ხორცში, პურში, ფქვილში, ასევე ბავშვთა და დიეტური კვების სპეციალურ პროდუქტებში დაუშვებელია. 

 საქართველოში აკრძალულ 5 საკვებდანამატებს შორის, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს  #311-n ბრძანებითაა განსაზღვრული, ორი საღებავია E121 და E123. მაშინ როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საღებავებიდან (ძირითადად, ევროპის კავშირის ქვეყნებში და აშშ–ში) დამატებით, E102, E105, E107, E110, E111, E120, E124, E126, E128,  E142, E150 დანამატია აკრძალული, რომელთაგან ზოგიერთი, საქართველოს სანიტარულ–ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის მიხედვითაც, პოტენციურად საშიშ–კიბოს გამომწვევ დანამატებს წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციაში საშიშ დანამატად ცნობილი E128 საღებავი, ძირითადად, სოსისის წარმოებაში გამოიყენება და პროდუქტს  მოვარდისფრო შეფერილობას აძლევს.

 ტოქსიკოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარის, შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელის, მედიცინის დოქტორის, ინგა ღვინერიას თქმით,  იმის გამო, რომ საქართველოში დღეს ლაბორატორიული შემოწმების საშუალება ფაქტიურად არ არსებობს, რთულია თქმა, ესა თუ ის პროდუქტი რა საფრხის შემცვლელია.

 „კიბომ რომ მოიმატა საქართველოში, ეს ფაქტია, მაგრამ გარემო ფაქტორები–ეკოლოგიური მომენტები  მხოლოდ 25–30 % თამაშობს მის გაჩენაში. ასე რომ, ცალკეულ პოპულაციებში კვლევების  გარეშე, იმის თქმა, რომ საკვები დანამატები იწვევს ამას და ამას, არ შეიძლება.  საერთოდ,  ყველა  ქიმურ ნივთიერებას ახასიათებს დოზა და  ეფექტი, გააჩნია რა დოზით მიიღებ ამა თუ იმ დანამატს.  დღეს ცოტას მიიღებ, ხვალაც ცოტას და საბოლოო ჯამში ორგანიზმში კონცენტრაცია იზრდება“, –ამბობს ტოქსიკოლოგი.

„ჩუპა–ჩუპსი“, რომლის ძირითადი მომხმარებელი ბავშვია,  E 330–ს  (E300 - E399   ანტიოქსიდანტები, რომლებიც დამჟავებისგან და ფერის შეცვლისგან იცავს პროდუქტს) და   E 270 –ს (E200 - E299    კონსერვანტები,  რომლებიც საკვების შენახვის ვადას ახანგრძლივებს  და სხვადასხვა ბაქტერიებისა  და მიკრობებისგან იცავს) შეიცავს.  E 330 დანამატი საშიშ დანამატადაა ცნობილი, E 270 კი, – კიბოს გამომწვევად.  

ტოქსიკოლოგის, ინგა ღვინერიას თქმით, დანამატები განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საშიში, –„ასეთი საკვები არ უნდა აჭამო ბავშვს“, –ამბობს ღვინერია.

პედიატრიის ინსტიტუტის, ჩვილ ბავშვთა კვების განყოფილების გამგის, მედიცინის დოქტორის, რუსუდან მაზმანიშვილის თქმით, ისინი ენდობიან სახელმწიფოს კონტროლს და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი მათთვის სანდოა,–“ ჩვენ არ გვაქვს კონტროლის სხვა მექანიზმი. ამ სერტიფიკატების მიხედვით კი, ადრეული ასაკის ბავშვთა საკვებში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის, ნატურალურია და საფრთხეს არ წარმოადგენს“.

„ხშირად ეტიკეტი ერთი აქვს პროდუქტს, შიგთავსი– მეორე, და ამ შიგთავსის გამოცნობაა სწორედ პრობლემა“, –ამბობს ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია.

საქართველოს მომხმარებელთა ასოციაციის წარმომადგენელი, ქეთევან დადიანიც ფიქრობს, რომ ბავშვთა საკვების ეტიკეტების შესაბამისობა, მხოლოდ ლაბორატორიებში კვლევის შედეგად შეიძლება გაიგო, – „ლაბორატორიები კი,  საქართველოში დღეს „აქილევისის ქუსლია“, –ამბობს ქეთევან დადიანი.

იმ ქვეყნებში კი, სადაც ლაბორატორიული შემოწმების საშუალება არსებობს, თავისუფლად შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების გამოვლენა. რამდენიმე წელის წინ , რუსეთისა და უკრაინის  სამედიცინო ექსპერტებმა ყველაზე მავნე საკვები  გამოავლინეს. 

ექსპერტების აზრით, პირველ ადგილზე ჩიპსია, რომლის დამზადების ტექნოლოგია სხვადასხვა სახის კანცეროგენის წარმოქმნის, რაც კიბოს გაჩენას უწყობს ხელს და ლიმონათი,   რომლის დიდი  რაოდენობით მოხმარების შედეგად, ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით შაქარი გროვდება, რომელიც ორგანიზმში  ნივთიერებათა ცვლას აფერხებს და მასში შემავავალი სხვადასხვა სახის საღებავი ალერგიის გამომწვევია. სიაში კაცნეროგენებით მდიდარი „ფასტფუდები“, არომატიზატორებით და საღებავებით გაჯერებული იაფფასიანი ძეხვეული, შებოლილი პროდუქტი, მაიონეზი, მარგარინი, საკონდიტრო ნაწარმი, ყავა, ენერგეტიკული სასმელები, ნაყინი და „კეტჩუპი“ მოხვდა, რომელიც სხვადასხვა სახის მოდიფიცირებული სახამებელს შეიცავს.

 მოდიფიცირებული სახამებლის წარმოებაში გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდულია და მისი მოხმარების დოზებია განსაზღვრული, ისევე როგორც ნიტრატების გამოყენება, რომელიც E 250–სა და  E 252 –ის კოდითაა ცნობილი საკვებ დანამატებთა სიაში.  ამ დანამატებს ევროპის კავშირის ქვეყნები კრძალავენ, ქართულ წარმოებაში კი, E 250 ( „შირნჰოფერის“, „ნიკორას“ და სხვ.) ძვირადღირებული ძეხვეულის საკვები დანამატია. E 250,  ნატრიუმის ნიტრატი, საღებავი და კონსერვანტი ხორცის კონსერვაციისთვის  გამოიყენება და ძეხვეულს წითელ შეფერილობას ანიჭებს. ეს დანამატი, შესაძლოა, ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობის, ნერვული აშლილობების, მოწამვლის, ვიტამინების შემცირების და ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი გახდეს.

 ონკოლოგიურ დაავადებს იწვევს, ასევე, გაზიან სასმელებში შემავალი დანამატები,  მაგალითად, „პეპსის“ ერთ–ერთი დანამატი Е330.

 ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” მიერ 2009 წელს ჩატარებულ კვლევაში „სურსათის უვნებლობა საქართველოში“ აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ფიზიკური ინფრასტრუქტურის ორგანიზება, წარმოების მონიტორინგისთვის მონაცემების გამოყენება და სანიტარული ნორმების დაწესება შეუძლია, თითქმის მთლიანად გაქრა სურსათის სექტორიდან. მომხმარებელი კი საკუთარი თავის იმედად დარჩა“.

 საქართველოში აკრძალულ 5 საკვები დანამატის  (E121, E123, E240, E924 b) აკრძალვაც კი, მხოლოდ ქაღალდზე რჩება, რადგან, როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, ამჟამად საქართველოში იმის გამო, რომ ჯერ–ჯერობით არ არის შესაბამისი ლაბორატორია, საკვებდანამატების ლაბორატორიული კვლევის მეთოდი არ გამოიყენება.  

2004 წლის 11 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ დირექტივაში „საკვები დანამატები, გამოყენებული საკვებ პროდუქტების წარმოებაში“ შესწორებები შეიტანა, რომელიც თანახმადაც აკრძალულ დანამატთა გრძელ სიას კიდევ ორი, საკონდოტრო და ხორცის პროდუქტების წარმოებაში გამოსაყენებელი E 216 და Е 217 საკვები დანამატი შეიტანა. ამ დანამატებთან დაკავშრებით, შესწორებები შეიტანა  რუსეთის ფედერაციამაც და აკრძალა მათი წარმოებაში გამოყენება აკრძალა. 

როგორც საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური აცხადებს, ის უკვე მუშაობს ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხებზე, მათ შორის საკვებდანამატების კუთხითაც და სავარაუდოდ, აკრძალული საკვებდანამატების რაოდენობა საქართველოში უახლოეს მომავალში გაიზრდება.

 
 
 

კომენტარი

სათაური:
KSOVRELI
ვისგან:
შიგთავსი:
რა თქმა უნდა, საზოგადოების არაინფორმირებულობა არის პრობლება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მავანმა იცის რომელიმე პროდუქტის მავნებლობის შესახებ, მაინც მოიხმარს ამ პროდუქტს. ძნელია ერთი ხელის მოსმით უარი თქვა მთელ რიგ პროდუქტებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში მოიხმარ. კოკა-კოლა და ჩიფსი იქით იყოს და დღეს პატიოსნად გამომცხვარი პურის შოვნა გაძნელდა. მეწარმეს ვერ მოსთხოვ იყოს პატიოსანი - ეს კანონმა უნდა გააკეთოს! კანონი კი ან არ არის, ან არ სრულდება. და მაინც, თვითოეულმა თავის თავს დააბრალოს თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ინფორმაციის მოპოვება ისე ადვილია, ვიდრე არასდროს.
სათაური:
KSOVRELI
ვისგან:
შიგთავსი:
რა თქმა უნდა, საზოგადოების არაინფორმირებულობა არის პრობლება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მავანმა იცის რომელიმე პროდუქტის მავნებლობის შესახებ, მაინც მოიხმარს ამ პროდუქტს. ძნელია ერთი ხელის მოსმით უარი თქვა მთელ რიგ პროდუქტებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში მოიხმარ. კოკა-კოლა და ჩიფსი იქით იყოს და დღეს პატიოსნად გამომცხვარი პურის შოვნა გაძნელდა. მეწარმეს ვერ მოსთხოვ იყოს პატიოსანი - ეს კანონმა უნდა გააკეთოს! კანონი კი ან არ არის, ან არ სრულდება. და მაინც, თვითოეულმა თავის თავს დააბრალოს თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ინფორმაციის მოპოვება ისე ადვილია, ვიდრე არასდროს.
სათაური:
tamuna
ვისგან:
შიგთავსი:
რაღა უნდა ვჭამოთ აბა? ყველაფერი ავკრძალოთ?მართლა დალიან მაინტერესებს რა უნდა ვჭამოთ თუ ამდენი ნაგავი იყიდება სასქართველოში?ჩიფსებს,კოკაკოლებს და მისთანებს და მითუმეტეს იაფფასიან ძეხვეულს ისედაც არასოდეს არ ვყიდუოლ,მაგრამ კარაქი,ყავა და ასეტი ყოველდგიური უსაფრტხო საკვები პროდუქტი სად ვიპოვო ამდენ უვარგის ზღვა პროდუქტში??? მართლა საგონებელში ჩავვარდი...
სათაური:
sandro
ვისგან:
შიგთავსი:
jigar
სათაური:
იკა
ვისგან:
შიგთავსი:
აუ. იცით რა აღმოვაჩინე ? კარაქების დიდ სახეობას ზემოთ ჩემოთვლი ემულგატორების შემცვლელობა გააჩნია. ფაქტუირად გამოდის, რომ მთელი საქართველო დავხოცილვართ. ეს ემულგატორები თითქმის ყველა პროდუქტს აქვს რაც კი საქართველოში იყიდება. დროზე ამოღონ გაყიდვიდან.
სათაური:
koka
ვისგან:
შიგთავსი:
ჩვენ არ უნდა ველოდოთ როდის მოგვივლიან.ასეთი სტატიები უნდა გავრცელდეს ისეთ საიტებზეც , რომლებსაც ახალგაზრდები ხმარობენ.ვისაც ეს წაკითხული ექნება თვითონ მოუვლის თავის თავს.
სათაური:
თამარი
ვისგან:
შიგთავსი:
დღეს სამწუხაროდ ამ საკითხით არავინაა დაინტერესებული, არავის აღელვებ რას მივირთმევთ და რა მოყვება მომავალში მსგავსი საკვები დანამატებით მიღებული საკვების ჭამას. ნინო! მიხარია,რომ ამ საკიტხით დაინტერესდი და თან სწორად შეარჩიე რესპოდენტი. იმიტომ, რომ მხოლოდ ტოქსიკოლოგს შეუძლია ამომწურავად გიპასუხოს თუ რა საფრთხის წინაშე იმყოფება მოსახლეობა.
სათაური:
Tsira Gvasalia
ვისგან:
შიგთავსი:
am statiam saghech rezinaze uari matqmevina
სათაური:
ana-chka
ვისგან:
შიგთავსი:
vaime, guli gamiskda. isedac vkitxulobdi etikets, magram amis mere mgoni agarafers viyidi. madloba, nin, statiistvis:)
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
საინტერესო სტატიაა და საშიში :D
სათაური:
ნინო კახიშვილი
ვისგან:
შიგთავსი:
ემულგატორები, ისევე როგორც სტაბილიზატორები, საღებავები, სტაბილიზატორები და სხვა, ერთ–ერთი საკვები დანამატია და ყველა ასეთი დანამატი E-თი აღინიშნება.
სათაური:
dv0rsky
ვისგან:
შიგთავსი:
ემულგატორები ქვია მაგ E-ს :)
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-01-24 | ჯანდაცვა 

არაასაკობრივი პენსიის დანამატს სადაზღვევო პაკეტი ჩაანაცვლებს

დღეს ორგანიზაციებმა – “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და "არა" – სპეციალური ბრიფინგი გამართეს სახელწოდებით “პრეზიდენტის მიერ პენსიონერთა მოტყუება”.

2011-12-13 | ჯანდაცვა 

რამდენი იხარჯება წამალზე

საქართველოში ჯანდაცვის საჭიროებებიდან მოქალაქეები ყველაზე ბევრს მედიკამენტებზე ხარჯავენ.

2011-12-06 | ჯანდაცვა 

რით განსხვავდება უფასო აცრა ფასიანისაგან

პოლიკლინიკებში მისულ ზოგიერთ მშობელს ექიმები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რამდენიმე დაავადების წინააღმდეგ არსებული უფასო აცრების პარალელურად ფასიან ვაქცინაციას სთავაზობენ.

წინა | შემდეგი
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წინა | შემდეგი