28– 29 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ასევე ჩამოვლენ პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი პეტრ სიჩი და პრეზიდენტის მრჩეველი ქსავიერ პინიონი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ID ბარათების უფასოდ დარიგებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. ელექტრონული პირადობის მოწმობა უფასოდ დევნილებს გადაეცემათ:
საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია შესაძლებელია პასუხიმგებლობიდან გათავისუფლდეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის რწმუნებული ლერი წივილაშვილი დააკავეს.
პატრიარქი ილია მეორე 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის ბრძოლის დღეს გამოვლენილი ძალადობის გამო მღვდელმთავრებთან ერთად ინტერრელიგიურ სამუშაო ჯგუფში შემავალი რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებს შეხვდა.
24 მაისს თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქცია გაიმართა: 19:00 საათზე ჩატარდა დემონსტრაცია ლოზუნგით: "არა თეოკრატიას", ხოლო პარალელურად გაიმართა კონტრაქცია "ლგბტ თემების პროპაგანდის" აკრძალვის მოთხოვნით.
კოალიცია"ქართული ოცნების" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე, რუსთვი2 –ის გადაცემა "პოზიციაში" "ნაციონალური მოძღაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
თბილისის მერი გიგი უგულავა, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერშუ, გადაცემა "აქცენტებში" ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს გამოეხმაურა:
დედაენის ბაღში მოქალაქეებმა, ვინც 17 მაისის ანტიფომოფობიური აქციის დარბევას აპროტესტებდა, აქცია გამართეს, ლოზუნგით "არა თეოკრატიას." პარალელურად, მოქალქეების იმ ნაწილმა, ვინც ეწინააღმდეგებოდა ანტიჰომოფობიური აქციის გამართვას ისევ კონტრაქცია გამართეს. მომიტინგეების ორ ბანაკს პოლიციის დამცავი ჯებირები ჰყოფდა. აქცია "არა თეოკრატიას" 7 საატზე დაიწყო, კონტრაქცია – 6 საათზე.
დედაენის ბაღთან შეკრებილმა კონტრაქციის მოაწილეებმა დაშლა დაიწყეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დედაენის ბაღთან არც პროვოკაცია და არც ინციდენტი არ მომხდარა.