კომენტარი

სოციალური მედია ცეკვას ჰგავს – ხალხს აერთიანებს

ინტერვიუ მედიის განვითარების სესხების ფონდის ახალი მედიის კონსულტანტთან, დაგლას არელანესთან.

რა არის სოციალური  მედია?

დიჯეი ვარ, რადიოშოუ მიმყავს პრაღაში,  კლუბებშიც მიმუშავია  წლების განმავლობაში და ძალიან ვამსგავსებ ერთმანეთს სოციალურ ქსელებსა და ცეკვას – ადამიანი მარტო ცეკვავს ხოლმე სცენის შუაგულში. პარადოქსია, მაგრამ არავის უნდა საცეკვაო არენის შუაგულში მარტო ყოფნა.  ყველას მეგობრებთან ყოფნა ურჩევნია – რაც უფრო მეტი ხალხია გარეშემო, მით უკეთესი.

ასეა სოციალური მედიაც – მომხმარებლები იქ იყრიან თავს, სადაც სხვები ეგულებათ.

ორი რამ განაპირობებს ახალი მედიის წარმატებას:  პირველ ან მეორე ადგილზე უნდა იყო ბაზარზე. თუ პირველი ხარ, ხალხი აუცილებლად მიგეჩვევა. თუ მეორე ხარ, აუცილებლად უნდა იყო ნოვატორი, ახალი რამ გამოიგონო, რასაც აუდიტორია მოიხმარს.

მაგალითად, დღევანდელი “ფეისბუქი” ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ის 3–4 წლიწ წინ იყო. “ფეისბუქი” მუდმივად პოულობს ახალ გზებს, რომ მომხამრებლის ყურადღება მიიქციოს. ისინი ყოველ 6 თვეში ერთხელ ცვლიან დიზაინს და ყველა წუწუნებს, რომ არ მოსწონს ახალი დიზაინი. მაგრამ ხალხი მალე  ეჩვევა სიახლეს და კვლავ და კვლავ განაგრძობს  სიახლის მოხმარებას.  

და რატომაა ფეისბუქი ასეთი სასარგებლო? –  იმიტომ, რომ იქ ჩვენი მეგობრები არიან.

ხომ არ დაიკლებს მოთხოვნა ჟურნალისტიკის სკოლებზე, როცა მედიას უკვე მხოლოდ ჟურნალისტები არ ქმნიან?

ჩემი აზრით, ჟურნალისტიკის სკოლებმა უნდა გადახედონ საკუთარ წარმოდგენას „ხარისხიან ინფორმაციაზე“ და ასევე შეცვალონ თავიანთი აზრი ჟურნალისტის ფუნქციაზე სოციალურ ქსელების თანამედროვე სამყაროში.

ინტერნეტის სამყაროში მკითხველს შეუძლია ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტის ნაშრომზე. ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტების როლი სხვანაირი ხდება.

ამბის მთხრობელზე მოთხოვნა დიდია დღევანდელ მსოფლიოში. მთხრობელებზე წარმოდგენა კი ახლა სხვანაირია, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა პირველად შეიქმნა ჟურნალისტიკის სკოლა.

ზოგადად, ჟურნალისტური სკოლების დიდი ფანი არა ვარ. ბევრად უკეთესი იქნებოდა, ხალხი ერთ გარკვეულ საგანზე, როგორებიცაა ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა–

სპეციალიზდებოდეს და შემდეგ ამაზე წერა თვითონ დაიწყოს.  ეს ბევრ ჟურნალისტურ სკოლას ავიწყდება.

თუმცა, ასევე არის მოთხოვნა პროფესიონალურ მასალაზე, რომელიც ჟურნალისტმა უნდა მოამზადოს. ამას კი ნამდვილად უზრუნველყოფს ჟურნალისტური სკოლა.

მაგრამ უნდა იყვნენ თუ არა ჟურნალისტები ჭეშმარიტების მონოპოლისტები? – არამც და არამც არ უნდა იყვნენ და არც იქნებიან. 

სინამდვილეში, ყველას შეუძლია იყოს ამბის მთხრობელი – ამბავი არავის მიერ არ უნდა „გაიფილტროს,“ არ უნდა არსებობდნენ მედიატორი ინფორმაციასა და აუდიტორიას შორის – ასეთი მედია უფრო დემოკრატიულია.

ჟურნალისტები, ვისაც ესმით ეს, მუდმივარ სიახლის ძიებაში არიან იმისათვის, რომ ამბის მოყოლის უკეთეს გზებს მიაგნონ.

თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ჩვეულებრივ ფიზიკოსს ისე მოყვეს სიახლე ფიზიკის სფეროში, რომ ეს გასაგები იყოს ჩვეულებრივი (არაფიზიკოსი) აუდიტორიისთვის?

ეს აუდიტორიამ უნდა გადაწყვიტოს. თუ ეს ფიზიკოსი ისე კარგად ყვება ამბავს ატომურ ფიზიკაზე, რომ იქცევს ყურადღებას, რატომაც არა? უფრო მეტი ძალაუფლება გადადის მის ხელთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ახალ მედიას ტრადიციულ მედიასთან შედარებით: ესაა შესაძლებლობა დაითვალო, რამდენი ადამიანი კითხულობს შენს სტატიას ან უყურებს შენს მიერ გადაღებულ ვიდეოს. ეს გაძლევს სწრაფ უკურეაქციას შენს პროდუქციის მოხმარების შესახებ.

ძველად სხვანაირად იყო: სტატიაზე გამოხმაურება მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ მკითხველი რედაქტორს მისწერდა სტატიის შესახებ. ან კოლუმნისტი დაწერდა სვეტს.

ახლა სიტუაცია შეცვლილია და სხვა საზომები გვაქვს სტატიის მოხმარების შესახებ.

როგორ უნდა მოიზოდონ  ახალი მედიის მენეჯერებმა რეკლამის შემკვეთები  და ხომ არ იქმნება საფრთხე, რომ ახალი მედიაც მალე გაკონტროლდება დამფინანსებლის  მიერ?

მედია იცვლება, იცვლება რეკლამაც.

ამერიკაში ახლა ერთი სერიალი გადის „გიჟი კაცი,“ სადაც აღწერილია სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა 60–იან წლებში.  სარეკლამო  სააგენტოს მუშაობის პრინციპიც შეიცვალა და სააგენტოებმაც ახალი გზა უნდა იპოვონ, თუ როგორ უნდა მიაწვდინონ ხმა მათ აუდიტორიას ახალ სივრცეში და გაყიდონ თავიანთი თუ კლიენტების პროდუქტი.

ძიების პროცესში ზოგი რამ კარგად მუშაობს, ზოგი – ცუდად.

მაგალითად, ავიღოთ გუგლის რეკლამები. ის მანამ არ იხდის ფულს, სანამ რეკლამაზე ვინმე არ დააჭერს.

მანამდე კი ასე იყო: „მოდი, მილიონი დოლარი ჩავდოთ რეკლამაში იმ შოუში, სადაც მაიკლ ჯექსონი გამოდის!“

დღეს ხალხი ახალ მედიაში ბევრად მეტ ექსპერიმეტს უნდა ატარებდეს, ვიდრე ეს სინამდვილეში ხდება.

 რა საფრთხეებს შეიცავს მედია–ექსრერიმენტები?

ერთ–ერთი რამ, რასაც ჩემს კლიენტებს ვურჩევ, ისაა, რომ დიდი ფული არ ჩადონ ექსპერიმეტში. თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, ხომ კარგი და თუ არა, არ უნდა გაკოტრდე.

სხვა მიდგომა აქვთ მსხვილ მედია–ორგანიზაციებს: შეხედეთ, რამდენს  ხარჯავს რუპერტ მერდოკი თავის ახალ მედიაში? როცა პროექტი ვარდება, მერდოკი დიდი ზეწოლის ქვეშაა მისი მეწილეების მხრიდან და თხოვენ მას, წარუმატებელ პროექტში დახარჯული ფული აანაზღაუროს.

უფრო პატარა მედია–ორგანიზაციები ამას ნაკლები დანახარჯებით და უფრო ეფექტურად ართმევენ თავს.

 რას იტყვით ქართულ ახალ მედიის ბაზარზე?

ხუთ წელში    ახალ ქართულ ინტერნეტ–მედიაში ინვესტირება ბევრად უფრო ძვირი იქნება და მეტი ძალისხმევა გახდება საჭირო, ვიდრე დღეს.

ახლა ნამდვილად დროა ინვეტირებისთვის ახალ ქართულ მედიაში, განსაკუთრებით ისეთ ახალ მედიაზე, რომელიც ხარისხიან პროდუქტს შექმნის,  რომლის მიმართაც იქნება აუდიტორიის  დაინტერესება.     

 

კომენტარი

სათაური:
Tsira
ვისგან:
შიგთავსი:
amitomac is media-menejeri da misi prodeuqcia male mokvdeba, samuwuxarod :(
სათაური:
Lali
ვისგან:
შიგთავსი:
Zalian gamixarda, cira, rom SesaZlebloba iqneba mtlianad movismino es interviu, romelmac martla damainteresa da I will certainly enjoy it:))) madloba:) nestansac madloba, rom sasiamovno ambavi gamagebina - martla mesiamovna amisi gageba, ar vicodi:) rac Seexeba im ubadruk media-menejers, cira, ai eg gvgupavs zustad - Cveni sadari xom arsad aravin aris, aba Dug-i ras aswavlis axla magas, iqit unda iswavlos iman am vigac profesionalisgan, rogorc vxedav :((((((
სათაური:
Tsira
ვისგან:
შიგთავსი:
Lali, ert-ertma qartvelma media-menejerma es adamiani shexvedraze daibara (saxels ar viyvi - tviton icis :), 2 saati alodina da mere ar movida :) albat, ifiqra: am amerikelma me ra unda maswavloso :)
სათაური:
Tsira
ვისგან:
შიგთავსი:
Lali, vecdebi intervius danarcheni nawili davamntajo da davdo tqveni txovnis sehsabamisad :)tumca bevri ram "firze" aghubechdavi darcha, diqtofonze :))))))))))MP3 files avtvirtav :) You may enjoy listening :)
სათაური:
Nestan tsetskhladze
ვისგან:
შიგთავსი:
მეგობრებო, შეიძლება ყველამ არ იცით, დაგი არის ნეტგაზეთის მამა და ის დღემდე აქტიურადაა ჩართული ჩვენს მუშაობაში, როგორც კონსულტანტი. დღეში რამოდენიმეჯერ ამოწმებს სტატისტიკას და ასე შემდეგ ::)) ჩემი სკაიპ თიჩერი :))
სათაური:
Lali
ვისგან:
შიგთავსი:
cira, savsebit vetanxmebi datos, rom tqveni movaleoba dgesdgeobit (da ukve karga xania) mxolod informaciis momwodebeli ruporis rolis Sesrulebit agar Semoifargleba, romelic mtavaria, miukerZoeblobisa da obieqturobis princips icavdes da faqtebi Seulamazeblad gadahqondes erti adgilidan meoreze. Dug-ma es yvelaferi tavadac Cemze kargad tqva da me agar daviwyeb amaze laparaks, torem misi gameoreba gamomiva (tanac araprofesiuli), magram amas imitom vwer, rom mixaria, vigac rom cdilobs, es yovelive Cvens jurnalistebamde moitanos. ertgan komentarSi agvniSne kidec, rom sasurvelia, rac SeiZleba meti treningi da seminari tardebodes "jurnalizmis" (maisaSvils davesesxebi) sferoSi, radgan namdvilad saWiroa. tqven is xalxi xart, visac drois msvlelobisa da movlenebis ganvitarebis majaze gidevt xeli da arc amasobaSi gamoCenili tu pirdapir procesSi dabadebuli tendenciebi unda gamogrCet, rom am pulss ise aayolot tqveni "kalami", aratu mkitxvelistvis arasaWirod qcevis saSiSroebis winaSe, aramed piriqit, ganuxrelad wamyvan adgilze darCet yvelanair drois cvlilebis pirobebsa da vitarebaSi. aqedan gamomdinare, aseti treningebi tu ragac msgavsebi rac ufro xSirad iqneba, mit ufro garantirebuli iqnebit tqvenc, rom am tendenciebidan araferi gamogrCebat an gaziareba-ayola dagagviandebat da Cvenc, Sesabamisad, swored im samsaxurs gagviwevt, rac aris kidec tqveni mowodeba. Zalian didi survili gamiCnda Dug-tan interviu sruli saxit vixilo, imedia, iqneba sadme amisi saSualeba, cira? darwmunebuli var, kidev bevr sasargeblo rames moicavs es interviu. tqven ki piradad madloba aseti saintereso masalisatvis:)
სათაური:
Tsira
ვისგან:
შიგთავსი:
Dato, es interviu yasabivit davchexe :( da bevri saintereso ram ver chavtie (youtube-shi mxolod 10 wutamde itvirteba). Dugma dzalain saintereso recepti shestavaze axali mediis jurnalistebs (rac zogistvis arcaa axali): jurnalistma ar unda dakargos urtiertoba tavis auditoriastan, maqsimalurad axlos unda iyos mastan, interaqtivshi, unda icodes misi motxovnebi da arasodes gaxdeba arasachiro. da jurnalistma, Dugis tqmit, tviton ki ar unda airchios temebi, aramed auditorias aarchevinos da misi miwodebis formebshi iyos novatori. da gamoiyenos is resursebi, rasac tanamedrove teqnologiebi stavazobs: pirdapiri kavshiri, tundac kometarebis sashualebit. vin rogor gaitvaliswonebs, individualuria.
სათაური:
dato
ვისგან:
შიგთავსი:
mogvcons es tu ara, "chven" rogorc eseti calke mdgomi adamianebis informaciit mommaragebeli "kasta" agar vart... male, sul male, chveni sachiroeba im formit rogoritac vmushaobt satuo da gadasaxedi gaxdeba...realurad teqnologiit agchurvil adamianebs ramdenad sheudzliat sakutari xedvebi da faqtebi, sakutari profesiebis shesaxeb ertmanets gauziaron? shuamavali filtrebis gareshe? ubralod saintereso kitxvaa, razec me vfiqrob "jurnalistebmac" unda ifiqron...
სათაური:
Tsira
ვისგან:
შიგთავსი:
Dato, "have to" jurnalistebs, anu chvenc gvexeba? :)
სათაური:
dato
ვისგან:
შიგთავსი:
magloba am interviustvis, da memgoni have to unda ikos bevristvis msgavsi rameebis mosmena!
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
წინა | შემდეგი
2012-02-07

ვარცხნილობა, წითელი ბარათები და ვარდისფერი მაისურები

ასე 20, მეტი თუ ნაკლები, წლის წინ ჩვენს სოფელში მეხივით გავარდა ამბავი... 14 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩოო. იმ დღეს მისი ბებია სახლიდან სადღაც გავიდა, რომ დაბრუნდა, ბიჭი ხეზე  ჩემოკიდებული იპოვნაო. გვიანი იყო შველა.


შოკიდან გაურკვევლობამდე

როგორც მოსალოდნელი იყო, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე არ გაკეთებულა ისეთი მკაფიო განცხადებები, რომლებიც  ქართული პოლიტიკის ბუნდოვან მომავალს ნათელს მოჰფენდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულმა დახურულმა შეხვედრამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახადა.

2012-02-04 | ჯანდაცვა 

რატომ არ ნიშნავს კიბო სიკვდილს

რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჩვენთან განუკურნებლად მიიჩნევა, რატომ ერიდება ხალხი "მისი სახელის ხსენებას"?

წინა | შემდეგი