2015.04.22

"ISIS - ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა - რელიგიური დაპირისპირება"

მუჰამედ შაფიქი (photo: ) "შეიძლება დანაშაულის ჩამდენი იყოს კათოლიკე, მართლმადიდებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ხდება მის რელიგიურობაზე მითითება. როცა მუსლიმი სჩადის დანაშაულს, მედია აჟღერებს ამას, როგორც ისლამური რელიგიური ორგანიზაციის მიერ ჩადენილს. რასაც თუნდაც ISIS-ი („ისლამური სახელმწიფო“) აკეთებს დღეს, ეს არ არის მთელი მუსლიმური თემის პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებს ამერიკული ორგანიზაციის, "რელიგიათა შორის ურთიერთობებისა და დიალოგის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი მუჰამედ შაფიქი, რომელსაც ამ საკითხებზე ვრცლად ვესაუბრეთ:

სრულად კომენტარი
2015.04.22

იმედი მაქვს გალში შეხვედრები აღდგება - ინტერვიუ EUMM-ის ხელმძღვანელთან

eumm-ის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი/ფოტო - www.delfi.lt (photo: ) როგორ მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში? რა გავლენას მოახდენს მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებები გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებზე და რატომ ვერ ხერხდება დღემდე აფხაზურ მხარესთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფორმატის აღდგენა? - "ნეტგაზეთის" შეკითხვებს EUMM-ის ხელმძღვანელი, ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი პასუხობს:

სრულად კომენტარი
2015.04.20

პედაგოგები და სხვა პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფები ევროინტეგრაციაზე ინფორმირებისთვის

ელენე გოცაძე/ფოტო: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პრესსამსახური (photo: ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი 2014 წლის სექტემბრიდან უკვე ძალაშია, თუმცა მოსახლეობის ნაწილს დღემდე არ აქვს ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელიც ქვეყანამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განახორციელოს. მაგალითად, IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 27 პროცენტმა არ იცის, რას უნდა ელოდოს ევროპასთან ასოცრიების შემდეგ, ხოლო 9 პროცენტი ამბობს, რომ ხელშეკრულებიდან არაფერს ელის.  ამ კუთხით მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლებაზე მუშაობას საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე ჩვენს შეკითხვებს პასუხობს:

სრულად კომენტარი
2015.04.19

რუსთავი 2: უკრაინაში დაღუპული ქართველის ცხედარი დანაღმული ტერიტორიიდან გადმოასვენეს

რუსთავი 2 (photo: Picasa) ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, უკრაინაში, კერძოდ სოფელ შიროკინოში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის ცხედარი მოწინააღმდეგის მიერ დანაღმული ტერიტორიიდან გადმოასვენეს.

სრულად კომენტარი
2015.04.19

გზავნილი ბარაკ ობამას მრჩევლისაგან ბათუმის რელიგიურ ფორუმზე

იოჰან კანდელინი/johan candelin - ნინო ხიმშიაშვილის ფოტო (photo: ) ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი „რელიგია და მშვიდობა“, რომელიც გუშინ დაიწყო, დღეს ბათუმის კულტურის ცენტრში მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადებიდან 1443 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა.

სრულად კომენტარი
2015.04.17

ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების კანონპროექტზე NGO-ები განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები (photo: ) ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების  თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, კანონპროექტი  კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით. "ნეტგაზეთი" განცხადბას უცვლელად გთავაზობთ.

სრულად კომენტარი
2015.04.15

ჰუმანიზმის კრიზისი

 (photo: )   2015 წლის 2 აპრილს, კენიისა და სომალის საზღვარზე, ტერორისტული დაჯგუფება ალ შაბაბის წევრებმა 148 სტუდენტი მოკლეს. საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ კენიის ტრაგედია, ისევე როგორც ბევრი სხვა მკვლელობა, არ გახდა მეინსტრიმული მედიისა და წამყვანი პოლიტიკური წრეების საკმარისი ყურადღების საგანი. რა შემთხვევაშია მსოფლიო საზოგადოება სოლიდარული და როდის - პასიური? თემაზე „ბათუმელებთან“ იურისტი თამარ გურჩიანი საუბრობს. მას კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სრულად კომენტარი
2015.04.14

PHR: შშმ ბავშვის შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში

www.livescience.com-ის ფოტო (photo: ) არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც თბილისში მოხდა. ორგანიზაცია რეაგირებისათვის სახალხო დამცველს მიმართავს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

სრულად კომენტარი
2015.04.08

ვერძეული: ზედაპირულია შეფასება, რომ კრიმინალს საპოლიციო მექანიზმის გაძლიერება აღკვეთს

სოფო ვერძეული. EMC-ის იურისტი, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი (photo: ) ადამიანის უფლებებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ როგორც წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, კრიმინალზე რეაგირების რეპრესიულმა მექანიზმმა ვერ მოიტანა ეფექტური შედეგი ხანგრძლივი დროის პერსპექტივაში. ამიტომაც, როგორც მან "ნეტგაზეთთან" საუბარში განაცხადა, ახლანდელი ხელისუფლების მიერ იმავე რიტორიკაში გადასვლა რეალობის ზედაპირული შეფასებაა.

სრულად კომენტარი
2015.04.08

კბილაშვილი: პრემიერის განცხადება აბულაძის ლიკვიდაციაზე არ უკავშირდება ნულოვან ტოლერანტობას

არჩილ კბილაშვილი (photo: ) საქართველოს ყოფილი მთავარ პროკურორის და არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ევროპული არჩევანის" ხელმძღვანელის, არჩილ კბილაშვილს განცხადებით, კრიმინოგენული ვითარების არგაზრდა მისი პროკურურობის დროსაც და ახლაც ხელისუფლების პრიორიტეტია.

სრულად კომენტარი